საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.

კლება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

წყარო: საქსტატი

I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7%-ია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9%-ით განისაზღვრა.

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:


  1. თურქეთი - 42.2 მლნ აშშ დოლარი;

  2. ჩეხეთი - 41.5 მლნ აშშ დოლარი;

  3. აშშ - 33.7 მლნ აშშ დოლარი;

  4. ნიდერლანდები - 32.3 მლნ აშშ დოლარი;

  5. მარშალის კ-ები - 22.3 მლნ აშშ დოლარი;

  6. იაპონია - 19.3 მლნ აშშ დოლარი;

  7. ჩინეთი - 13.9 მლნ აშშ დოლარი;

  8. აზერბაიჯანი - 12.7 მლნ აშშ დოლარი;

  9. მალტა - 11.7 მლნ აშშ დოლარი;

  10. დანია - 10.2 მლნ აშშ დოლარი.


ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 39.5 მლნ აშშ დოლარით (19.6%), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ აშშ დოლარით (19.3%).

წყარო: საქსტატი