სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე მთლიანობაში 2,358 ნებართვა გაიცა, რაც წლიურ ჭრილში 5.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გაცემული ნებართვები ჯამურად 2.59 მილიონ კვ.მ ფართობს აჭარბებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით მეტია.

იანვარ-მარტში გაცემული სამშენებლო ნებართვების 75.5% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის: 47.4% - ქ. თბილისზე, 12.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.0% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2% - კახეთის რეგიონზე. ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ამავე პერიოდში, ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 659.6 ათასი კვ.მ ფართობი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.1%-ით ნაკლებია. ამ ფართობზე მთლიანობაში განთავსებული იყო 698 ობიექტი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17.0%-ით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის: 32.5% - ქ. თბილისზე, 14.0% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.3% - კახეთის რეგიონზე და 9.3% - შიდა ქართლის რეგიონზე.