საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა.

სახეობების მიხედვით, კლებისა და ზრდის მაჩვენებლები ამგვარია:


  • ფური და ფურკამეჩი - 428.2 ათასი (-3.8%);

  • ღორი - 168 ათასი (-20.7%);

  • ფრინველი - 11.1 მლნ ფრთა (11.1%)


აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი და შესაბამისად, 61.8 ათასი სული და 9.9 ათასი სული შეადგინა.

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება წარმოებას, კლებისა და ზრდის მაჩვენებელს, მესამე კვარტლის მონაცემები ასეთია:


  • რძე - 170.9 მილიონი ლიტრი (4.8%);

  • ხორცი - 18.2 ათას ტონა (22.1%);

  • კვერცხი - 148.6 მილიონი (-7.4%).


წყარო: საქსტატი