საერთაშოისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ნაცვლად 4,2%-სა, რომელიც ფონდის მისიის ხელმძღვანელმა თბილისში ვიზიტისას დაასახელა. მაშინ მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა, რომ IMF მიმდინარე წელს საქართველოში 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებოდა, 2018 წელს კი 4,3%-იანს. ფონდის ანგარიშის მიხედვით კი საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,2%-ით გაიზრდება. ფონდის წინა პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 3,5% იყო.

რეგიონის ქვეყნებში სავალუტო ფონდის პროგნოზი 2017 წლისთვის შემდეგია: 

რუსეთი - 1,8%
ყაზახეთი - 3,3%
უზბეკეთი - 6%
აზერბაიჯანი - -1%
თურქმენეთი - 6,5%
უკრაინა - 2%
ბელორუსი - 0,7%
სომხეთი - 3,5%
ტაჯიკეთი - 4,5%

კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს მშპ-ს 3,6%-იან ზრდას პროგნოზირებს.

რეგიონის ქვეყნებში სავალუტო ფონდის პროგნოზი 2018 წლისთვის შემდეგია:

რუსეთი - 1,6%
ყაზახეთი - 2,8%
უზბეკეთი - 6%
აზერბაიჯანი - 1,3%
თურქმენეთი - 6,3%
უკრაინა - 3,2%
ბელორუსი - 0,7%
სომხეთი - 2,9%
ტაჯიკეთი - 4,0%

ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის დონე მიმდინარე წელს საქართველოში 6% იქნება, ხოლო მომდევნო წელს კი 3%.