2019 წლის ივნისში წინა თვესთან, მაისთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 16 მილიონი დოლარით (0.4%-ით) გაიზარდა და 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 735 მილიონი დოლარით (26%-ით) არის გაზრდილი.

2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული 3.5 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 3 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 522 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი