ხუთმა ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. კერძოდ, Sommeliers Choice Awards 2021-ზე წარმატება „ასკანელის“ ოთხ ღვინოს ხვდა წილად:


  • საფერავი - 90 ქულა - ოქროს მედალი

  • მუკუზანი - 87 ქულა - ვერცხლის მედალი

  • მუზა - 87 ქულა - ვერცხლის მედალი

  • ტენტურიე - 81 ქულა - ვერცხლის მედალი


ასევე Bimbili - Itsis Marani-ს ალექსანდრეულმა 86 ქულა და, შესაბამისად, ვერცხლის მედალი მიიღო.

Sommeliers Choice Awards-ი ყოველწლიურად გამორჩეულ ღვინოებს პრესტიჟული სომელიეებისგან შემდგარი ჟიურისგან გადაეცემა.

Sommeliers Choice Awards-ზე საკუთარი ღვინის წარდგენა ნებისმიერ მწარმოებელს წინასწარი რეგისტრაციის შედეგად შეუძლია, რის შემდეგაც იმართება კონკურსი და თითოეულ ღვინოს შესაბამისი ქულა ენიჭება. ქულები კი მედლის ხარისხს (ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს) განსაზღვრავს.