ბრენდის ღირებულება ნებისმიერი კომპანიის არამატერიალური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილია. პატენტებისა და ბრენდების სახელების მსგავსი არამატერიალური აქტივები კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს. 2020 წლის მაჩვენებლებით, S&P 500-ის საბაზრო კაპიტალიზაციის 90%-ს სწორედ ასეთი აქტივები შეადგენს. სტატიაში იმ კომპანიების რეიტინგს წარმოგიდგენთ, რომელთა ბრენდებსაც ყველაზე მაღალი ღირებულება აქვთ 2023 წელს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბრენდის ღირებულების რეიტინგი გამოცემა Brand Finance-მა შეადგინა და მაჩვენებლების მისაღებად ისეთი ცვლადები გამოიყენა, როგორიცაა: ბრენდის სიძლიერე, ლოიალობის მაჩვენებელი და შემოსავლები. მონაცემების შემუშავების სრულ მეთოდოლოგიას აქ გაეცნობით.

ბრენდის ღირებულებით პირველ ადგილს რეიტინგში $299 მილიარდით Amazon-ი იკავებს. ონლაინ ვაჭრობაში ბაზრის ლიდერის პოზიციები კომპანიას B2C- და B2B-სექტორში დომინირების საშუალებას აძლევს. რეიტინგში მეორე $298-მილიარდიანი ბრენდის ღირებულებით Apple-ი გახლავთ. ამერიკული ტექგიგანტები Google-ი და Microsoft-ი კი მე-3 და მე-4 პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი. მეხუთე პოზიციას $113.8-მილიარდიანი ღირებულებით სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ი იკავებს.

პირველი არაამერიკული კომპანია რეიტინგში მე-6 პოზიციაზე სამხრეთკორეული Samsung-ის სახითაა წარმოდგენილი. მე-7 პოზიციაზე გვხვდება ჩინური ICBC-ც. ამერიკული Verizon-ი და Tesla კი შესაბამისად რეიტინგში მე-8 და მე-9 ადგილებს იკავებენ. ათეულს ჩინური სოციალური მედიაგიგანტი TikTok-ი ხურავს.






































































რეიტინგი ბრენდი ბრენდის ღირებულება ქვეყანა
1 Amazon $299.3 აშშ
2 Apple $297.5 აშშ
3 Google $281.4 აშშ
4 Microsoft $191.6 აშშ
5 Walmart $113.8 აშშ
6 Samsung Group $99.7 სამხრეთი კორეა
7 ICBC $69.5 ჩინეთი
8 Verizon $67.4 აშშ
9 Tesla $66.2 აშშ
10 TikTok $65.7 ჩინეთი