გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას შეინარჩუნებს, - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კონსერვატიულმა პარტიამ გუშინ გამართულ ფარულ კენჭისყრაზე. ბორის ჯონსონს ნდობა პარლამენტის 211-მა წევრმა გამოუცხადა, ხოლო 148-მ მისი გადაყენება მოითხოვა - საერთო ჯამში, კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტის 359-მა წევრმა მიიღო კონსერვატიული პარტიიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა, მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური მოძრაობა იმაზე უფრო მძლავრია, ვიდრე კონსერვატიული პარტიის მიერ არჩეული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის შემთხვევაში იყო - ჯონსონის წინააღმდეგ ხმა კონსერვატიული პარტიის პარლამენტის წევრების 40%-მა მისცა.
https://twitter.com/i/status/1533906215759187974შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის გადაყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული ლოკდაუნების დროს, პრემიერ-მინისტრმა არაერთ წვეულებას უმასპინძლა დაუნინგ-სტრიტზე მდებარე რეზიდენციაში, რისთვისაც ჯონსონი პოლიციამ დააჯარიმა. საინტერესოა, რომ ბევრი ამ შემთხვევას „ფართიგეითადაც“ მოიხსენიებს.

