Henley & Partners-ი რეგულარულად აქვეყნებს 200-მდე ქვეყნის პასპორტის რეიტინგს, რომელშიც ამა თუ იმ პასპორტის „სიძლიერე“ მისი მფლობელისათვის უცხო ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლით იზომება. თუმცა კოვიდ-19-ის პირობებში გაჩნდა მეორე პასპორტი, რომელიც პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, თუმცა არანაკლებ „წონიანია“ საზღვარგარეთ მოგზაურობისას. შესაბამისად, Henley & Partners-ის 2021 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიშში კოვიდპასპორტების  ინდექსის შესწავლაც მოხდა.

წარმოგიდგენთ ვაქცინების იერარქიას, ანუ რომელი აცრის პასპორტით რამდენ ქვეყანაში მიგიღებენ:


  1. AstraZeneca - დამტკიცებულია 120-ზე მეტი ქვეყნის მიერ;

  2. Pfizer–BioNTech – 98 ქვეყანა;

  3. Sputnik – 71 ქვეყანა;

  4. Moderna – 69 ქვეყანა.


როგორც რეიტინგი აჩვენებს, ვაქცინების უპირობო ლიდერი AstraZeneca-ა, ხოლო ყველაზე დაბალი „ავტორიტეტით“ Moderna  სარგებლობს.