ბიტკოინის ფასის დრამატული ვარდნის შედეგად, 12 კრიპტომილიარდერის ქონება $15.5 მილიარდით შემცირდა. Forbes-ის თანახმად, ბიტკოინის ფასი 36%-ით დაეცა, ხოლო კრიპტომილიარდერების წმინდა ქონება $62.3 მილიარდიდან $46.8 მილიარდამდეა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად კრიპტოტრეიდერული ფირმა Alameda Research-ის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა იზარალა (ნომინალური ზარალი). Forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება $16.7 მილიარდიდან $11.5 მილიარდამდე შემცირდა. ცნობილი ტყუპი კრიპტომილიარდერების, ტაილერ და კამერონ ვინკლევოსების ქონება 24%-ით შემცირდა და $2.9 მილიარდამდე დაეცა. პროცენტულად ყველაზე დიდი ზარალი მაიკლ სეილორმა მიიღო - მისი ქონება 45%-ით, $3.3 მილიარდიდან $1.8 მილიარდამდე შემცირდა. ცნობისთვის, სეილორმა 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მან $175 მილიონად 17,732 ბიტკოინი იყიდა.

Forbes-ის შეფასებით, ვიტალიკ ბუტერინის ქონება $850 მილიონამდეა შემცირებული. შესაბამისად, Ethereum-ის თანაავტორმა ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერის სტატუსი დაკარგა.

წარმოგიდგენთ კრიპტომილიარდერების ქონებას 2021 წლის 19 მაისის მონაცემების მიხედვით:


  1. სემ ბნკმენ-ფრიდი - $11.5 მილიარდი. ცვლილება: -31%

  2. ბრაიან არმსტრონგი - $8.3 მილიარდი. ცვლილება: -15%

  3. კრის ლარსენი - $5.6 მილიარდი. ცვლილება: -19%

  4. ჯედ მაკალები - $4.4 მილიარდი. ცვლილება: -27%

  5. ტაილერ და კამერონ ვინკლევოსები - $2.9 მილიარდი. ცვლილება: -24%

  6. ფრედ ერსამი - $2.9 მილიარდი. ცვლილება: -27%

  7. მაიკლ სეილორი - $1.8 მილიარდი. ცვლილება: -45%

  8. მეთიუ როზაკი - $1.7 მილიარდი. ცვლილება: -39%

  9. ბარი სილბერტი - $1.8 მილიარდი. ცვლილება: -14%

  10. ჩანგპენგ ჟაო - $1.9 მილიარდი. ცვლილება: 0%

  11. ტიმ დრეიპერი - $1.1 მილიარდი. ცვლილება: -39%