წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია, ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი - ორჯერ და მეტჯერ).

იტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  1. გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)

  2. ინგა ჩახვაშვილი, „⁠მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა)

  3. ლექსო ჩხაიძე, „⁠გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი)

  4. კონსტანტინე ჭანკოტაძე, „⁠ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი)

  5. დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)


წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. თეიმურაზ დოიაშვილი, „⁠სულის კვეთება“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)

  2. სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა)


წლის საუკეთესო პიესა:

  1. ნოდარ მამაცაშვილი, „⁠ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)

  2. ბასა ჯანიკაშვილი, „⁠მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრა L)


წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  1. ლევან ბერძენიშვილი, „⁠საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)

  2. ირაკლი ლაითაძე, „⁠იყო ასეთი ქვეყანა - CCCP“ (არტანუჯი)

  3. ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)

  4. ბესო ხვედელიძე, „⁠გოა მშვიდობისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)


წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურის გამომცემლობა)

  2. მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი)


წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ბექა ახალაია, „⁠კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი)

  2. რეზო გეთიაშვილი, „⁠მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი)

  3. გოჩა სხილაძე, „⁠ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა)

  4. ალექსანდრე ჯინჭარაძე, „⁠⁠სარკეებით და სარკის გარეშე“ (ლოგოსი)


წლის საუკეთესო რომანი:

  1. ⁠⁠შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი)

  2. ⁠ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი)

  3. ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

  4. ⁠ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L)

  5. ⁠მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)


S