27 აპრილს, თბილისში ქართულ-უკრაინული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. ლურჯი & ყვითელი გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის ხელოვანებს, მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს.

მონაწილეები:


  • ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები - ახალი თაობა

  • ???????? & ???????

  • Tamada

  • თეა დარჩია

  • Luna997

  • NIKAKOI


ადგილმდებარეობა: რესპუბლიკა • Republic Event Hall
დასაწყისი: 19:00 საათი

საქართველოში მკვეთრადაა გამოხატული უკრაინის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა; სწორედ ამიტომ, შესაძლებელი გახდა დაგვეორგანიზებინა ღონისძიება, რომლის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში. ღონისძიების შემდეგ კი გამოქვეყნდება შესაბამისი ანგარიში.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა, რომლის წარმდგენია Artu.ge.

ბილეთები:


  • საცეკვაო ზონა - 60₾

  • ლაუნჯ ზონა (ლაუნჯი 1 პერსონაზე, welcome drink, კანაპე სეტი) - 300₾


გიწვევთ გაატაროთ ოთხშაბათი საღამო გამორჩეულ ღონისძიებაზე და ამავდროულად დაეხმაროთ უკრაინას!

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდამჭერ ფონდში - თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

თუ გაქვთ სურვილი გაიღოთ მეტი შემოწირულობა დაგვიკავშირდით- https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward

ორგანიზატორები:


  • უკრაინული საზოგადოება - უკრაინის მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები

  • Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება

  • Artu.ge

  • რესპუბლიკა • Republic Event Hall


მხარდამჭერი: თბილისის მერია