მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 505.7 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები საქართველოს არცერთი წლის არცერთ თვეში არ მიუღია.
გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც გასულ თვეს $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ძირითადად არა რუსეთში დასაქმებული ქართველების გზავნილებს, არამედ საქართველოში ემიგრირებული რუსების გზავნილებს წარმოადგენს. რუსული გზავნილები 889%-ით არის მომატებული.
მეორე ადგილზეა იტალია 36.8 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ - 27.8 მილიონით.
TOP 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა და ზრდის/კლების მოცულობა
- რუსეთის ფედერაცია - 313.9 მილიონი,? 889%
- იტალია - 36.82 მილიონი, ? 15%
- აშშ - 27.78 მილიონი, ? 15%
- ყაზახეთი - 20.81 მილიონი, ? 587%
- საბერძნეთი - 20.33 მილიონი, ? -1%
- ისრაელი - 16.07 მილიონი, ? 9%
- გერმანია - 13.31 მილიონი, ? 46%
- თურქეთი - 8.13 მილიონი, ? 11%
- ყირგიზეთი - 5.68 მილიონი, ? 372%
- ესპანეთი - 4.96 მილიონი, ? 8%
- აზერბაიჯანი - 4.63 მილიონი, ? -40%
- საფრანგეთი - 3.72 მილიონი, ? 21%
- პოლონეთი - 3.33 მილიონი, ? 31%
- გაერთიანებული სამეფო - 2.85 მილიონი, ? 49%
- კანადა - 1.92 მილიონი, ? -5%
- ირლანდია - 1.91 მილიონი, ? 4%
- ტაჯიკეთი - 1.86 მილიონი, ? 203%
- სომხეთი - 1.53 მილიონი, ? 41%
- კვიპროსი - 1.51 მილიონი, ?13%
- უზბეკეთი - 1.33 მილიონი, ? 192%

