პლანეტის უმდიდრესი ადამიანებისთვის 2024 წელი რეკორდულია. საფონდო ბირჟები ისტორიულ მაქსიმუმზეა და, შესაბამისად, მილიარდერებიც იმაზე მდიდრები არიან, ვიდრე ოდესმე.

Forbes-ის მილიარდერთა სიის თანახმად, დღეს მსოფლიოში 2,781 მილიარდერია, რომელთა მთლიანი სიმდიდრე 14.2 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2 ტრილიონი დოლარით მეტია. მილიარდერთა ორი მესამედის ქონება წლიურად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

მხოლოდ ათ ადამიანზე მოდის 507 მილიარდი დოლარი მთლიანად გამომუშავებული თანხიდან. ექვსი მათგანი კი დაკავშირებულია ტექნოლოგიურ „შესანიშნავ შვიდეულთან“ – Apple-თან, Microsoft-თან, Alphabet-თან, Amazon-თან, Nvidia-სთან, Tesla-სა და Meta-სთან, რომელთა აქციების ღირებულება, ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის ზრდის წყალობით, მკვეთრად გაიზარდა.

ბოლო 12 თვეში არავის გამოუმუშავებია მარკ ცუკერბერგზე მეტი. მისი ქონება 112.6 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი, რაც Meta-ს აქციების ღირებულების თითქმის გასამმაგების შედეგია თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნისა და ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული ინვესტიციების შემდეგ. ცუკერბერგის სიმდიდრე ამჟამად 177 მილიარდს დოლარს უდრის, რაც მისი საუკეთესო შედეგია და Forbes-ის რეიტინგში ის მეოთხე ადგილზეა.

Nvidia-ს CEO იენსენ ჰუანმა, რომელიც 20 უმდიდრეს ადამიანს შორის პირველად მოხვდა, ერთ წელში 56 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. აღნიშვნის ღირსია Microsoft-ის ყოფილი CEO და OpenAI-ის უმსხვილესი ინვესტორი, სტივ ბალმერი და Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი.

აღსანიშნავია, რომ ათეულიდან რვა მილიარდერი ამერიკიდანაა, ხოლო დანარჩენი ორი - პრაჯოგო პანგეტსუ და გაუტამ ადანი - ინდონეზიიდან და ინდოეთიდან.

იმ მილიარდერების სია, რომლებმაც ერთ წელიწადში ყველაზე მეტი გამოიმუშავეს, ასეთია:


  1. მარკ ცუკერბერგი - ქონება: 177 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +112.6 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Facebook;

  2. ჯეფ ბეზოსი - ქონება: 194 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +80 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Amazon;

  3. იენსენ ჰუანი - ქონება: 77 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +55.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები;

  4. მაიკლ დელი - ქონება: 91 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +40.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Dell Technologies;

  5. სტივ ბალმერი - ქონება: 121 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +40.3 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ენერგია, ნავთობქიმიური ნივთიერებები | სიმდიდრის წყარო: Microsoft;

  6. პრაჯოგო პანგეტსუ - ქონება: 4 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +38.1 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ენერგია, ნავთობქიმიური ნივთიერებები;

  7. გაუტამ ადანი - ქონება: 84 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +36.8 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ინფრასტრუქტურა.

  8. ლარი პეიჯი - ქონება: 114 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +34.8 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Google;

  9. სერგეი ბრინი - ქონება: 110 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +34 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Google;

  10. ლარი ელისონი - ქონება: 141 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +34 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Oracle.