ბოლო ხუთი წელი ამერიკის ყველაზე მდიდარი დინასტიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. Forbes-ის ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, სიაში შემავალი პირველი 50 ოჯახის ჯამური ქონება - 2015 წელთან შედარებით - 30%-ით გაიზარდა და $1.2 ტრილიონს მიაღწია.
უმდიდრესთა შორის პირველ ადგილს უოლტონები იკავებენ. მსოფლიოს უდიდესი ჰიპერმარკეტის ქსელ Walmart-ის დამაარსებლების, სემ და ბად უოლტონების, შთამომავლები ყოველწლიურად დამატებით $700 მილიონით მდიდრდებიან. სიაში მათ მოსდევს კოხების ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი სხვადასხვა ბიზნესისგან, მათ შორის, გაზსადენებისა და ქიმიური ნივთიერებებისგან, $115 მილიარდია.
ჩამონათვალში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, შეხვდებით დინასტიებს, რომელთა სახელსაც უკავშირდება M&Ms-ის დაარსება (მარსების ოჯახი), ვისკი „ჯეკ დენიელსი“ (ბრაუნები), „Campbell Soup“ (დორანსები), ტანსაცმლის ბრენდი „GAP“ (ფიშერები) და ა.შ.
- უოლტონების ოჯახი - ქონება: $215 მილიარდი. გამდიდრების წყარო - Walmart
- კოხების ოჯახი - ქონება: $100 მილიარდი. გამდიდრების წყარო - Koch Industries
- მარსების ოჯახი - ქონება: $94 მილიარდი. გამდიდრების წყარო - ტკბილეული: M&Ms, Milky Way, Mars და ა.შ.
- კარგილ-მაკმილანის ოჯახი - ქონება: $47 მილიარდი. გამდიდრების წყარო - Cargill Inc.
- ლაუდერების ოჯახი - ქონება: $40 მილიარდი. გამდიდრების წყარო - Estee Lauder.
- ჯონსონი (S. C. Johnson & Son) - ქონება: $37 მილიარდი. გამდიდრების წყარო - საწმენდი საშუალებები.
- ჯონსონების ოჯახი - ქონება: $36 მილიარდი. გამდიდრების წყარო - საინვესტიციო ფონდი.
- კოქსების ოჯახი - ქონება: $34.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო - მედია.
- პრიცკერების ოჯახი - ქონება: $32.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო - სასტუმროები.
- ნიუჰაუსების ოჯახი - ქონება: $30 მილიარდი. გამდიდრების წყარო - ჟურნალ-გაზეთები.
- დუნკანების ოჯახი - ქონება: $22 მილიარდი. გამდიდრების წყარო - ნავთობგადამმუშავებელი კომპანია.
- ჰერსტების ოჯახი - ქონება: $21 მილიარდი. გამდიდრების წყარო - Hearst Corp.
- ბრაუნების ოჯახი - ქონება: $20.4 მილიარდი. გამდიდრების წყარო - ალკოჰოლური სასმელი.
- მარშალების ოჯახი - ქონება: $18.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო - სხვადასხვა ბიზნესი.
- ბათების ოჯახი - ქონება: 17.8 მილიარდი. გამდიდრების წყარო - სუპერმარკეტები.
- ბუშების ოჯახი - ქონება: 17.6 მილიარდი. გამდიდრების წყარო - Anheuser -Busch.
- დიუპონების ოჯახი - ქონება: 16 მილიარდი. გამდიდრების წყარო - DuPont
- ჰანთების ოჯახი - ქონება: 15.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო - ნავთობი.
- დორანსების ოჯახი - ქონება: 15 მილიარდი. გამდიდრების წყარო - Campbell Soup Co.
- ზიფების ოჯახი - ქონება: 15 მილიარდი. გამდიდრების წყარო - გამომცემლობა.
აქვე გეტყვით, რომ სიის პირველი ორი ოჯახი - უოლტონები და კოხები - არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს უმდიდრეს დინასტიათა ლიდერებიც არიან.
