ამერიკული გამოცემა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, 2025 წლის მაისის შემდეგ, პირველ ადგილს უცვლელად Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იკავებს. გასულ თვეში მასკის ქონების ღირებულებამ $800 მილიარდს გადააჭარბა, რის შედეგადაც მასსა და რეიტინგში მეორე პოზიციაზე მყოფ ლარი პეიჯს ($247 მილიარდი) შორის სხვაობა $500 მილიარდზე მეტია.

Forbes-ის რეიტინგში მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის პოზიციები გასული თვის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ადგილები მხოლოდ ორმა ადამიანმა გაცვალა: უორენ ბაფეტი მე-9 პოზიციაზე გადავიდა, ხოლო Zara-ს დამფუძნებელი, ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგა მე-10 ადგილამდე დაქვეითდა. ორივე მათგანი რეიტინგის ათეულიდან იმ მხოლოდ ოთხ პირს შორის იყო, რომელთა ქონებაც თებერვალში გაიზარდა.

ყველაზე მოგებიანი გასული თვე ილონ მასკისთვის აღმოჩნდა, რომელმაც თავის სიმდიდრეს $64 მილიარდი შემატა. შედეგად, მასკმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და გახდა პირველი ადამიანი, რომლის სიმდიდრემ $800 მილიარდს გადააჭარბა. ცნობისთვის, ოქტომბერში მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის სიმდიდრემ $500 მილიარდს გადააჭარბა, შემდეგ, 15 დეკემბერს — $600 მილიარდს, ხოლო 19 დეკემბერს — $700 მილიარდს. წარმოდგენილ რეიტინგში, 2026 წლის პირველი მარტის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი $839 მილიარდის ქონებას ფლობს.

თებერვლის ზრდით, მასკმა ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარზე მეტით გაზარდა თავისი უპირატესობა მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ადამიანთან, Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯთან. პეიჯმა მეორე ადგილის შენარჩუნება თებერვლის თვეში $20-მილიარდიანი დანაკარგის მიუხედავად მოახერხა. პეიჯთან ერთად, გასულ თვეში $18 მილიარდი დაკარგა Google-ის კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინმა. თუმცა თებერვალში ყველაზე დიდი დანაკარგი ჯეფ ბეზოსმა განიცადა, რადგან Amazon-ის აქციების ღირებულების 12%-იანი ვარდნის შედეგად, მისი ქონება $26 მილიარდით შემცირდა.

ქვემოთ მოცემულ რეიტინგში წარმოდგენილია Forbes-ის შეფასებით მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება, 2026 წლის პირველი მარტის მონაცემებით. კოლექტიურად, მათი სიმდიდრის ღირებულება $2.6 ტრილიონია, რაც გასული თვის ანალოგიურია. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ათი ადამიანიდან რვა ამერიკელია, ორი არაამერიკელი წევრი კი ფრანგი ბერნარ არნო და ესპანელი ამანსიო ორტეგა არიან. პირველი მარტის მდგომარეობით, Forbes-ის ათეულში კვლავ ყველა მამაკაცია.

ცნობისთვის, პლანეტის უმდიდრესი ქალი Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილიშვილი ელის უოლტონია. 2026 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, ელის უოლტონი $134 მილიარდის ქონებას ფლობს, რაც მას მსოფლიოში მე-14 უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2026 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით):

#1 ილონ მასკი
ქონება: $839 მლრდ (+64 მლრდ)
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ლარი პეიჯი ქონება: $257 მლრდ (-$20 მლრდ) წყარო: Google ასაკი: 52 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#3 სერგეი ბრინი ქონება: $237 მლრდ (-$18 მლრდ) წყარო: Google ასაკი: 52 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Getty Images

#4 ჯეფ ბეზოსი ქონება: $224 მლრდ (-$26 მლრდ) წყარო: Amazon ასაკი: 61 საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#5 მარკ ცუკერბერგი ქონება: $222 მლრდ (-$23 მლრდ) წყარო: Meta (Facebook) ასაკი: 41 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#6 ლარი ელისონი ქონება: $191 მლრდ (-$21 მლრდ) წყარო: Oracle ასაკი: 81 საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#7 ბერნარ არნო ქონება: $171 მლრდ (+$2 მლრდ) წყარო: LVMH ასაკი: 76 საცხოვრებელი ადგილი: პარიზი მოქალაქეობა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

#8 ჯენსენ ჰუანგი ქონება: $154 მლრდ (-$12 მლრდ) წყარო: Nvidia ასაკი: 62 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Chesnot—Getty Images

#9 უორენ ბაფეტი ქონება: $149 მლრდ (+$7 მლრდ) წყარო: Berkshire Hathaway ასაკი: 95 საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა მოქალაქეობა: აშშ

Gerald Miller | CNBC

#10 ამანსიო ორტეგა ქონება: $148 მლრდ (+$3 მლრდ) წყარო: Inditex (Zara) ასაკი: 89 საცხოვრებელი ადგილი: ლა-კორუნია, ესპანეთი მოქალაქეობა: ესპანეთი

El Mundo