ფოტო: REUTERS/Athit Perawongmetha

კომპანიების ხელთ არსებული ნაღდი ფული და მოკლევადიანი ინვესტიციები მათი ფინანსური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ეს რესურსი გამოიყენება თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, ოპერაციების დაფინანსებისთვის, ინვესტიციებისა და შერწყმა-შესყიდვებისთვის, ასევე ეკონომიკურ შოკებთან გასამკლავებლად.

TradingView-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა შეადგინა კომპანიების რეიტინგი, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაღდი ფულის რეზერვებს ფლობენ. მაჩვენებელი ნაღდ ფულთან ერთად, მაღალლიკვიდურ, მოკლევადიან ფასიან ქაღალდებს მოიცავს. რეიტინგში სულ 50 კომპანიაა.

ჩამონათვალში 382 მილიარდი დოლარით უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway ლიდერობს. კომპანიის ნაღდი ფულის რეზერვი კონკურენტებისას მნიშვნელოვნად აღემატება. მეორე ადგილზეა CITIC Limited-ი ($171.5 მლრდ), ხოლო მესამეზე - Daiwa Securities Group-ი ($131.4 მლრდ). ტოპ-ხუთეულს კი ავსებენ ტექნოლოგიური გიგანტები: Alphabet-ი ($126.8 მლრდ) და Amazon-ი ($126.3 მლრდ).

აღსანიშნავია, რომ ტოპ-50 კომპანიას შორის, ფინანსური სექტორი ერთობლივად ყველაზე დიდ ნაღდი ფულის რეზერვებს ფლობს, კერძოდ, 1.2 ტრილიონ დოლარს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მარეგულირებლების მიერ შემუშავებული წესებით, რომლებიც ბანკებს დიდი ლიკვიდური ბუფერების შენარჩუნებას ავალდებულებს.

დიდი მოცულობით ნაღდი ფულის რეზერვები აქვთ ასევე „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიები: Alphabet-ი, Amazon-ი, Meta, Microsoft-ი, Apple-ი, Nvidia და Tesla. ისინი ჯამურად 597 მილიარდი დოლარის ნაღდ ფულს ფლობენ, რაც S&P 500-ის კომპანიების უმეტესობის შესაძენად არის საკმარისი.

ტრადიციულად, დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მაღალი მარჟებითა და მასშტაბირებადი ბიზნესმოდელით გამოირჩევიან, რაც შემოსავლების ნაღდ ფულად სწრაფად კონვერტაციას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურად ინვესტირებენ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში, კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ხშირად ვალს მიმართავენ და ნაღდი ფულის რეზერვების შემცირებაზე უარს ამბობენ.

ნაღდი ფულის დიდი მარაგი მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ სტრატეგიული შესყიდვები და გეოპოლიტიკური რისკებისა თუ სავაჭრო ტარიფების ზრდისგან თავი დაიზღვიონ.

მსოფლიოს 50 კომპანია ყველაზე დიდი ნაღდი ფულის რეზერვებით:
ადგილი კომპანია ფულადი რეზერვები და მოკლევადიანი ინვესტიციები ($ მლრდ)
1 Berkshire Hathaway 381.7
2 CITIC Limited 171.5
3 Daiwa Securities Group 131.4
4 Alphabet 126.8
5 Amazon 126.3
6 Taiwan Semiconductor Manufacturing 97.8
7 Interactive Brokers Group 93.4
8 Microsoft 89.5
9 Charles Schwab 88.9
10 Meta Platforms 82.4
11 Volkswagen 76.9
12 PDD Holdings 69.5
13 Apple 66.9
14 NVIDIA 60.6
15 Tencent 59.2
16 Alibaba Group Holding 58.2
17 Saudi Aramco 56.0
18 Contemporary Amperex Technology 51.6
19 Toyota Motor 50.5
20 SBI Holdings 50.0
21 China State Construction Engineering 48.5
22 American Express 47.8
23 SoftBank Group 45.8
24 Tesla 44.5
25 China Mobile 43.8
26 Daou Technology 43.7
27 Hon Hai Precision Industry 42.5
28 CNPC Capital 41.9
29 Japan Securities Finance 41.0
30 PetroChina 40.7
31 Hong Kong Exchanges & Clearing 39.4
32 Fannie Mae 39.4
33 Stellantis 38.7
34 Ford Motor 38.5
35 International Holding Company 37.6
36 Intel 37.4
37 BP 36.8
38 Rakuten Group 36.0
39 CNOOC 35.8
40 Nomura Holdings 35.7
41 SAIC Motor 35.1
42 Honda Motor 30.9
43 Deutsche Boerse 30.6
44 General Motors 30.6
45 Shell 30.3
46 JD.com 29.6
47 Boeing 29.4
48 China Railway Group 28.6
49 TotalEnergies 28.3
50 Daou Data 26.8