ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის შეფასებით, მიმდინარე წელს მსოფლიო მასშტაბით ჯამში 3,028 მილიარდერი ირიცხება, რომელთა უდიდესი ნაწილი, სამი მეოთხედი, 50-დან 79 წლის ასაკამდეა, 12% ორმოცდაათ წლამდე და მათგან მხოლოდ 21 პირია ოცდაათ წლამდე ასაკის.

Forbes-ის წლევანდელი რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებიდან უმრავლესობას სიმდიდრე მემკვიდრეობით აქვს მიღებული და სულ ორი მილიარდერია თვითშემდგარი. ესენი არიან Stake.com-ის დამფუძნებელი, ავსტრალიელი ედ კრეივენი (29) და ალექსანდრ ვანგი (28) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც AI-უნიკორნის, Scale AI-ის დამფუძნებელია. ცნობისთვის, Stake.com-ი მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოგამოყენების ონლაინკაზინოდ ითვლება, გასულ წლის $4.7 მილიარდის შემოსავლით, ხოლო Scale AI-ის ღირებულებამ, დაფინანსების ბოლო რაუნდში, 13.8 მილიარდს მიაღწია.

2025 წლის რეიტინგში, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 19 წლის იოჰანეს ფონ ბაუმბახია, მსოფლიოში უდიდესი კერძო ფარმაცევტული კომპანიის, გერმანული Boehringer Ingelheim-ის მემკვიდრე. სიაში არიან მისი და-ძმებიც - 23, 25 და 27 წლის ასაკის — თითოეულის ქონება $5.4 მილიარდს შეადგენს.

მილიარდერი ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა, 15 მათგანი, ევროპის კონტინენტიდანაა. ამ რეგიონში ყველაზე მეტი მილიარდერი კი გერმანიას ჰყავს. ჯამში ექვსი გერმანელი მილიარდერიდან სამი Boehringer Ingelheim-ის მემკვიდრეა, ასევე სოფი ლუიზ ფილმანი (30), კევინ დევიდ ლემანი (22) და მაქსიმ ტებარი (23). შემდეგ მოდის იტალია, სადაც სამმა ძმა დელ ვეკიომ მემკვიდრეობით სათვალეების იმპერიის EssilorLuxottica-ს წილი მიღო. მათი ქონება კი 2024 წელს, კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ზრდის წყალობით, $6.6 მილიარდამდე გაიზარდა - შედეგად, ისინი რეიტინგის სათავეშიც არიან.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს (სიმდიდრის მიხედვით):


  1. ლუკა დელ ვეკიო - $6.6 მილიარდი | სათვალეები (23 წლის)


ლეონარდო მარია დელ ვეკიო - $6.6 მილიარდი | სათვალეები (29 წლის)

კლემენტე დელ ვეკიო - $6.6 მილიარდი | სათვალეები (20 წლის)


  1. იოჰანეს ფონ ბაუმბახი - $5.4 მილიარდი | აფთიაქები (19 წლის)


ფრანც ფონ ბაუმბახი - $5.4 მილიარდი | აფთიაქები (23 წლის)

კატერინა ფონ ბაუმბახი - $5.4 მილიარდი | აფთიაქები (25 წლის)

მაქსიმილიან ფონ ბაუმბახი - $5.4 მილიარდი | აფთიაქები (27 წლის)


  1. ზაჰან მისტრი - $4 მილიარდი | სხვადასხვა (26 წლის)


ფიროზ მისტრი - $4 მილიარდი | სხვადასხვა (28 წლის)

  1. კევინ დევიდ ლემანი - $3.6 მილიარდი | აფთიაქები (22 წლის)

  2. რემი დასო - $2.8 მილიარდი | სხვადასხვა (23 წლის)

  3. ედ კრავენი - $2.8 მილიარდი | ონლაინკაზინო (29 წლის)

  4. სოფი ლუიზ ფილმანი - $2.8 მილიარდი | ოპტომეტრია (30 წლის)

  5. ალექსანდრ ვანგი - $2 მილიარდი | AI (28 წლის)

  6. კატერინა ანდერსენი - $2 მილიარდი | ინვესტიციები (29 წლის)

  7. ალექსანდრა ანდერსენი - $1.9 მილიარდი | ინვესტიციები (28 წლის)

  8. კიმ იუნგ-იუნი - $1.3 მილიარდი | ონლაინგეიმინგი (21 წლის)


კიმ იუნგ-მინი - $1.3 მილიარდი | ონლაინგეიმინგი (23 წლის)

  1. ლივია ვოიგტ დე ასისი - $1.2 მილიარდი | სამრეწველო მანქანები (20 წლის)


დორა ვოიგტ დე ასისი - $1.2 მილიარდი | სამრეწველო მანქანები (27 წლის)

  1. მაქსიმ ტებარი - $1.1 მილიარდი | (24 წლის)