მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი დადასტურებული რეზერვები ვენესუელას აქვს. World Atlas-ის მონაცემებით, ვენესუელამ, როგორცმსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მარაგების მქონე ქვეყანამ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაუსწრო საუდის არაბეთს, რომელიც ამჟამად მეორე პოზიციაზეა. ორივე ქვეყანა ერთად კი მსოფლიო ნავთობის მარაგების 1/3-ს ფლობენ.
მსოფლიოს 10 ქვეყანა, ყველაზე მეტი ნავთობით შემდეგია:
- ვენესუელა - 300 000 000 ბარელი
- საუდის არაბეთი - 266 455 000 ბარელი
- კანადა - 169 709 000 ბარელი
- ირანი - 158 000 000 ბარელი
- ერაყი - 142 503 000 ბარელი
- ქუვეითი - 101 500 000 ბარელი
- არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 97 800 000 ბარელი
- რუსეთი - 80 000 000 ბარელი
- ლიბია - 48 363 000 ბარელი
საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში მეოცე ადგილზეა 7 მლნ ბარელი ნავთობის დადასტურებული რეზერვით.
მიუხედავად იმისა, რომ სიაში პირველი არ არის, ექსპორტის კუთხით კვლავ საუდის არაბეთი ლიდერობს - მსოფლიოში ნედლი ნავთობის ექსპორტის15.9% სწორედ საუდის არაბეთზე მოდის, ვენესუელაზე კი მხოლოდ 2.7%.
რაც შეეხებათ კომპანიებს, რომლებიც ნავთობის ყველაზე მეტ მარაგებს ფლობენ, 2017 წლის მონაცემები შემდეგია:
- Exxon Mobil Corporation - 2.940 მლრდ ბარელი
- ConocoPhillips - 1.974 მლრდ ბარელი
- Chevron Corporation - 1.916 მლრდ ბარელი
- EOG Resources, Inc. - 1.808 მლრდ ბარელი
- BP p.l.c. - 1.669 მლრდ ბარელი

