გასულ წელს, მსოფლიოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 16%-ით შემცირდა და $1.5 ტრილიონი შეადგინა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი $1.8 ტრილიონი იყო.
Global Finance მონაცემებით, განვითარებად ეკონომიკებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირედით გაიზარდა და $653 მილიარდი შეადგინა.
მსოფლიოს 10 ქვეყანა ყველაზე მეტი FDI-ით შემდეგია:
აშშ - $311 მილიარდი
ჩინეთი $144 მილიარდი
ჰონგ კონგი - $85 მილიარდი
ნიდერლანდების სამეფო - $68 მილიარდი
ირლანდია - $66 მილიარდი
ავსტრალია - $60 მილიარდი
ბრაზილია - $60 მილიარდი
სინგაპური - $58 მილიარდი
საფრანგეთი - $50 მილიარდი
ინდოეთი - $45 მილიარდი
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 1.9 მილიარდი დოლარი შემოვიდა.

