თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქლაუდ-ტექნოლოგია ის მიმართულებაა, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის დღევანდელი დღეცაა და მომავალიც, რადგან შესაძლებლობები, რომელსაც ის კომპანიებს სთავაზობს - უსაზღვროა. ამ მიმართულების მნიშვნელობას ხვდებიან, როგორც დამფუძნებლები, რომლებიც ასეთი ტიპის კომპანიებს ქმნიან, ასევე ინვესტორები, რომლებიც მათ ფინანსური სახსრებით ამარაგებენ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქლაუდ-ტექნოლოგიებით და ამ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიებით ინტერესდება მედიაც, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკული Forbes-ი, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო კერძო ქლაუდ-კომპანიების რეიტინგი, უკვე მეშვიდედ შეადგინა.

გლობალური ქლაუდ-ინდუსტრიის წარმატებაზე ამ მიმართულებით არაერთი საჯარო კომპანიის არსებობაც მიუთითებს, რომლებიც, ბოლო წლებში, სოკოებივით ამოიზარდნენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიების გასაჯაროების ეს ტენდენცია მიმდინარე მოსალოდნელი რეცესიისა და მსოფლიოში სხვა მიმდინარე კრიზისების ფონზე შენელდა - საფონდო ბირჟაზე შარშან დალისტული თერთმეტი კომპანიიდან, რაც, თავისთავად, ექვსით ნაკლებია, ვიდრე 2020-ში, თერთმეტივეს აქციათა ფასი დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე IPO-ს დროს.

საფონდო ბირჟაზე გამეფებული ერთგვარი ზამთრის ფონზე, მსოფლიოს საუკეთესო ქლაუდ-კომპანიები საჯაროდ გადაკეთებას არ ჩქარობენ - მათ შორისაა ონლაინგადახდების პლატფორმა Stripe-ი, კომერციული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Databricks-ი და გრაფიკული დიზაინის ავსტრალიური პლატფორმა, Canva.

აქვე უნდა ითქვას, რომ საფონდო ბირჟისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, Forbes-ის 2022 წლის რეიტინგში რამდენიმე საინტერესო სიახლეც დაფიქსირდა. საკოლაბორაციო საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ამერიკული Miro, მაგალითად, მიმდინარე რეიტინგში ოცდათორმეტი ადგილით დაწინაურდა და მე-4 ადგილი დაიკავა. რეიტინგში პირველად მოხვდნენ კანადური და ფინური კომპანიები, ხოლო საერთო ჯამში, რეიტინგს ოცი ახალწვეული ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მსოფლიოს საუკეთესო ქლაუდ-კომპანიების 2022 წლის რეიტინგი ფინანსურადაც გამოირჩევა - სიაში მოხვედრილი კომპანიების ჯამური ღირებულება $100 მილიარდზე მეტით აღემატება შარშან დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთანავე, გაზრდილია, როგორც ჯამური, ასევე საშუალო და მედიანური მაჩვენებლებიც, რაც მთლიანი ქლაუდ-ინდუსტრიის ზრდაზე მიუთითებს.

საინტერესოა ისიც, რომ წლევანდელი რეიტინგი გენდერულად მრავალფეროვანიცაა, მაგრამ ცხადია, რომ ამ მიმართულებით, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. თუმცა, მცირე პროგრესი მაინც შეინიშნება: რეიტინგში მოხვედრილ რვა კომპანიას ქალები ხელმძღვანელობენ, რაც ორით მეტია, ვიდრე შარშან.

ამერიკული Forbes-ის რეიტინგი სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის საჯარო ქლაუდ-კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანებელისგან შემდგარმა ოცდაექვსკაციანმა ჟიურიმ შეადგინა - კომპანიები მათ ზრდის ტემპის, გაყიდვების მაჩვენებლების, ფინანსური შეფასების, კორპორაციული კულტურისა და რეპუტაციის მიხედვით შეარჩიეს.

ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს საუკეთესო კერძო ქლაუდ-კომპანიების 2022 წლის რეიტინგის პირველ ოცეულს, Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.

N1 – Stripe

სფერო - ფინანსური ინფრასტრუქტურა ღირებულება - $95 მილიარდი CEO - პატრიკ კოლისონი დასაქმებული - 8,000 ადამიანი HQ - დუბლინი, ირლანდია; სან-ფრანცისკო, აშშ

N2 – Databricks

სფერო - დატა და ხელოვნური ინტელექტი ღირებულება - $38 მილიარდი CEO - ალი გოდსი დასაქმებული - 4,000 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N3 – Canva

სფერო - ციფრული კომუნიკაციები ღირებულება - $40 მილიარდი CEOმელანი პერკინსი დასაქმებული - 3,100 ადამიანი HQ - სიდნეი, ავსტრალია

N4 – Miro

სფერო - ციფრული კოლაბორაცია ღირებულება - $17.5 მილიარდი CEOანდრეი ხუშიდი დასაქმებული - 1,744 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N5 – Figma

სფერო - კოლაბორაციული დიზაინის პლატფორმა ღირებულება - $10 მილიარდი CEOდილან ფილდი დასაქმებული - 750 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N6 – Airtable

სფერო - აპლიკაციების შესაქმნელი პლატფორმა ღირებულება - $11.7 მილიარდი CEOჰავი ლიუ დასაქმებული - 1,000 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N7 – ServiceTitan

სფერო - პროგრამული უზრუნველყოფა ღირებულება - $9.5 მილიარდი CEOარა მაჰდესიანი დასაქმებული - 2,300 ადამიანი HQ - გლენდეილი, აშშ

N8 – Talkdesk

სფერო - პროგრამული უზრუნველყოფა ღირებულება - $10 მილიარდი CEOტიაგო პაივა დასაქმებული - 2,100 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N9 – Plaid

სფერო - ფინანსური მონაცემების დაკავშირება ღირებულება - $13.4 მილიარდი CEOზაკ პერეტი დასაქმებული - 1,200 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N10 – Attentive

სფერო - SMS-მარკეტინგი ღირებულება - $7 მილიარდი CEOბრაიან ლონგი დასაქმებული - 1,300 ადამიანი HQ - ისტანციური ოფისი, აშშ

N11 – Celonis

სფერო - პროცესების ავტომატიზაცია ღირებულება - $11 მილიარდი CEOალექს რინკე, ბასტიან ნომინახერი დასაქმებული - 2,800 ადამიანი HQ - მიუნხენი, გერმანია; ნიუ-იორკი, აშშ

N12 – Grammarly

სფერო - საკომუნიკაციო დახმარება ღირებულება - $13 მილიარდი CEOბრედ ჰუვერი დასაქმებული - 800 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N13 – Zapier

სფერო - სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია ღირებულება - $5 მილიარდი CEOუეიდ ფოსტერი დასაქმებული - 650 ადამიანი HQ - ისტანციური ოფისი, აშშ

N14 – Gong

სფერო - შემოსავლების ავტომატიზაცია ღირებულება - $7.25 მილიარდი CEOამიტ ბენდოვი დასაქმებული - 1,000 ადამიანი HQ - პალო-ალტო, აშშ

N15 – Checkout.com

სფერო - ონლაინგადახდები ღირებულება - $40 მილიარდი CEOგილმ უსო დასაქმებული - 2,000 ადამიანი HQ - ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

N16 – Checkr

სფერო - ბექგრაუნდ-შემოწმება ღირებულება - $5 მილიარდი CEOდენიელ იანისი დასაქმებული - 1,300 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N17 – Gusto

სფერო - სახელფასო აღრიცხვა, კორპორაციული ბენეფიტები და HR-მომსახურება ღირებულება - $9.5 მილიარდი CEOჯოშ რივსი დასაქმებული - 2,400 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N18 – Klaviyo

სფერო - eMail-მარკეტინგი და SMS-მარკეტინგი ღირებულება - $9.5 მილიარდი CEOენდრიუ ბიალეკი დასაქმებული - 1,559 ადამიანი HQ - ბოსტონი, აშშ

N19 – Carta

სფერო - კაპიტალის მენეჯმენტი ღირებულება - $7.4 მილიარდი CEOჰენრი უორდი დასაქმებული - 1,618 ადამიანი HQ - სან-ფრანცისკო, აშშ

N20 – Snyk

სფერო - დეველოპერული უსაფრთხოება ღირებულება - $8.6 მილიარდი CEOპიტერ მაკეი დასაქმებული - 1,300 ადამიანი HQ - ბოსტონი, აშშ