Henley & Partners-მა, ანალიტიკურ ფირმა New World Wealth-თან პარტნიორობით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში პასუხს სცემს შეკითხვას, თუ რომელ ქალაქებს ირჩევენ მდიდრები საცხოვრებლად.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან მოყოლებული, მდიდარი ქალაქების სიაში კვლავ აშშ დომინირებს, სად მდებარე 11 ქალაქიც ტოპ-50-ში შედის, ოთხი კი ტოპ-ათეულშია, იქ მცხოვრები მილიონერების რაოდენობით. გასული წლის პირველი პოზიცია შეინარჩუნა ნიუ-იორკმა, რომელიც 384,500 მილიონერით ლიდერობს. მათ შორისაა 818 ცენტიმილიონერი და 66 მილიარდერი. ეს 2024 წლის ანგარიშში ასახულ მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს. ახლა ნიუ-იორკში დაახლოებით 35,000-ით მეტი მილიონერი ცხოვრობს. ცნობისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქალაქში მილიონერების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, რაც ასევე შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

ათი წლის წინ მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების სიის სათავიდან ჩამოქვეითების შემდეგ, ტოკიო ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და 2025 წლის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. იაპონიის დედაქალაქში, რომელიც აზიის უმდიდრესი ქალაქია, დაახლოებით 292,300 მილიონერი ცხოვრობს, მათ შორისაა 262 ცენტიმილიონერი და 18 მილიარდერი.

მილიონერების რაოდენობის ყველაზე მკვეთრი კლება ლონდონსა და მოსკოვში აღინიშნა. ტოპ-50-ში ეს ორი გამონაკლისი ქალაქია, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეზიდენტი მილიონერების რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, 12%-ით და 25%-ით. ამის მიუხედავად, ლონდონმა ათეულში პოზიციის შენარჩუნება მაინც შეძლო და მე-6 პოზიციაზეა. იქ საერთო ჯამში 215,700 მილიონერი ცხოვრობს, რომელთა შორის 352 ცენტიმილიონერია, 33 კი - მილიარდერი. რაც შეეხება მოსკოვს, ის მე-40 ადგილზეა 30,000 მილიონერით. მათ შორის 178 ცენტიმილიონერი და 23 მილიარდერია.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქალაქი 2025 წლისთვის






























































































ქალაქი / არეალი ქვეყანა მულტიმილიონერები (USD 1 მლნ+) ცენტიმილიონერები (USD 100 მლნ+) მილიარდერები (USD 1 მლრდ+) მილიონერების ზრდა (2014–2024)
ნიუ-იორკი აშშ 384,500 818 66 45%
სან-ფრანცისკოს ყურის არეალი აშშ 342,400 756 82 98%
ტოკიო იაპონია 292,300 262 18 4%
სინგაპური სინგაპური 242,400 333 30 62%
ლოს-ანჯელესი აშშ 220,600 516 45 35%
ლონდონი დიდი ბრიტანეთი 215,700 352 33 -12%
პარიზი საფრანგეთი 160,100 277 22 5%
ჰონგ-კონგი ჰონგ-კონგი (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი) 154,900 346 40 3%
სიდნეი ავსტრალია 152,900 224 22 28%
ჩიკაგო აშშ 127,100 295 25 24%