Standard&Poor’s მსოფლიოს უმსხვისელი ბანკების რეიტინგს ყოველწლიურად ადგენს. აქტივების მიხედვით, მსოფლიოში ჩინური ბანკები დომინირებენ.
რეიტინგში ჯამში23 ბანკი შედის და ყველა მათგანის აქტივები 1 ტრილიონ დოლარს აღემატება. აქედან 9 ევროპული ბანკია, 4 ფრანგული, 3 გაერთიენბული სამეფოდან. რეიტინგში შედის ერთი გერმანული და ესპანური ბანკიც. ჩინეთში ტრილიონ დოლარიანი აქტივები 6 ბანკს აქვს, ამერიკაში 4-ს, ასევე ოთხს იაპონიაში.
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული კი შემდეგია:
- ICBC - ჩინეთის ინდუსტრიისა და კომერციის ბანკი - აქტივების მოცულობა - $3,4 ტრილიონი
- CCB - ჩინეთის სამშენებლო ბანკი - აქტივების მოცულობა $3,02 ტრილიონი
- Agricultural Bank of China - ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის აქტივები $2,8 ტრილიონს აღწევს
- Bank of China – აქტივების მოცულობა $2,6 ტრილიონი
- Mitsubishi UFJ Financial – იაპონური ბანკის აქტივების მოცულობა $2,5 ტრილიონია
- JPMorgan Chase - ამერიკული ბანკის აქტივების მოცულობა $2,4 ტრილიონია
- HSBC - ბრიტანული ბანკის აქტივები $2,3 ტრილიონს აჭარბებს
- BNP Paribas - ფრანგული ბანკის აქტივების მოცულობა $2,1 ტრილიონია
- Bank of America - ამერიკული ბანკის აქტივების მოცულობა $2,1 ტრილიონია
- Wells Fargo - ამერიკული ბანკის აქტივები $1,9 ტრილიონს აჭარბებს.

