მთავრობა მთლიან შიდა პროდუქტში განათლების წილის 11%-მდე ზრდას გეგმავს. პრემიერის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად ბიუჯეტის 25% განათლებაზე უნდა მიიმართოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2020 წელს განათლების ბიუჯეტი იქნება 2 მილიარდი ლარი, 2021 წელს - 2 500 000 000 ლარი, 2022 წელს კი გაუტოლდება მშპ-ს 6 %-ს და იქნება - 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი.
Forbes-ი დაინტერესდა რა წილი უკავია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მშპ-ში განათლებაზე გამოყოფილ თანხებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირში საშუალოდ 4.7%-ია, საქართველოში კი 3.8%.
მთავრობის დანახარჯები განათლებაზე - წილი მშპ-ში სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგია:
- ისლანდია - 7.1%
- დანია - 6.9%
- შვედეთი - 6.6%
- ბელგია - 6.4%
- ფინეთი - 6.1%
- ესტონეთი - 5.9%
- შვეიცარია - 5.6%
- ლატვია - 5.5%
- საფრანგეთი - 5.4%
- პოლონეთი - 5%
- უნგრეთი - 4.9%
- ავსტრია - 4.9%
- გაერთიანებული სამეფო - 4.7%
- ჩეხეთი - 4.5%
- გერმანია - 4.2%
- საქართველო - 3.8%
- რუმინეთი - 3.7%
