კრედო ბანკი აგრძელებს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინიციატივების განხორციელებას, რომლის მიზანი ქვეყნის განვითარებასა და საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნვაა.

სწორედ ამ მიზანს ეხმიანება "მწვანე ანაბარი" – პროექტი, რომლის ფარგლებში კრედო ბანკი მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად საქართველოს რეკრეაციული ტერიტორიების დასუფთავებაზე ზრუნავს.

როგორ იქცა ანაბარი მწვანე ინიციატივად?

დღეს ეკოლოგიური კრიზისი თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გარემოზე ზრუნვა აღარ არის მხოლოდ სურვილი და კეთილი ნება – ის აუცილებლობად იქცა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

ამ გამოწვევის საპასუხოდ კრედო ბანკი აგრძელებს ინიციატივას, რომელიც საზოგადოებისთვის ქმნის შესაძლებლობას, მარტივად და ეფექტიანად ჩაერთოს გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

„მწვანე ანაბარი“ იძლევა შესაძლებლობას:


  • საიმედოდ შეინახოთ და დააგროვოთ თქვენი დანაზოგი;

  • მიიღოთ მაღალი სარგებელი;

  • იზრუნოთ გარემოზე.


გარემოსდაცვით ინიციატივაში მომხმარებლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ პარტნიორი კომპანიები:

✔️ ალდაგი
✔️ ირაო
✔️ არდი
✔️ Noventiq Georgia
✔️ Lolu ჯგუფი
✔️ ქლინ სერვისი
✔️ Itera ჯგუფი
✔️ RS Line
✔️ ეკო ვუდი

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული დათვების ტყის დასუფთავების აქცია, რომელიც გარემოსდაცვითი მოძრაობა „Let’s Do It საქართველო“-ს ჩართულობით განხორციელდა. მანამდე კი წარმატებით ჩატარდა საბადურის ტყის დასუფთავების აქცია.

კრედო ბანკი განაგრძობს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას.

S