მოცემული დროისთვის მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. 2024 წელს მისი დღიური მოპოვება თითქმის 23 მილიონ ბარელს აღწევდა, რაც გლობალური წარმოების დაახლოებით 22%-ს შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნავთობის ინდუსტრიის ყველაზე დიდი მოთამაშე ამერიკული კომპანია არ არის. ლიდერის პოზიცია Saudi Aramco-ს ეკუთვნის, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტს.

Saudi Aramco სექტორში ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციითაც გამოირჩევა - 1.5 ტრილიონ დოლარზე მეტი. ამ შეფასებით ის მნიშვნელოვნად უსწრებს უახლოეს კონკურენტს, ამერიკულ გიგანტ ExxonMobil-ს, რომლის ღირებულება 457 მილიარდ დოლარს შეადგენს. Aramco საუდის არაბეთის ნავთობის რესურსების დიდ ნაწილს აკონტროლებს და მართავს გავარს, პლანეტის უდიდეს ნავთობსაბადოს.

CompaniesMarketCap-ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ათი უდიდესი ნავთობკომპანიიდან სამი აშშ-ში მდებარეობს (ExxonMobil, Chevron და ConocoPhillips). რეიტინგში ასევე შედის სამი ჩინური ფირმა (PetroChina, CNOOC და Sinopec) და ორი ბრიტანული კომპანია (Shell და BP).

ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ტოპ-10 კომპანია, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:





























































კომპანია ქვეყანა *საბაზრო კაპიტალიზაცია (მლრდ, $)
Saudi Aramco საუდის არაბეთი 1,565
ExxonMobil აშშ 457
Chevron აშშ 311
PetroChina ჩინეთი 218
Shell დიდი ბრიტანეთი 211
TotalEnergies საფრანგეთი 132
ConocoPhillips აშშ 118
CNOOC ჩინეთი 117
Sinopec ჩინეთი 90
BP დიდი ბრიტანეთი 87

*2025 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით.