NBA ყველა თამაშს აუქმებს გაურკვეველი ვადით. ამის მიზეზი კლუბ "ჯაზის" კალათბურთელი რუდი გობერტის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

ანალიზის პასუხები ოკლაჰომაში დაგეგმილ თამაშამდე გახდა ცნობილი, რის გამოც შეხვედრა გაუქმდა.

როგორც NBA-ში აცხადებენ, სეზონი კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების მიხედვით განახლდება.

აღსანიშნავია, რომ სეზონის ჩაგდება NBA-სთვის უდიდესი ფინანსური დარტყმა იქნება.