ამერიკელები და ბრიტანელები 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ საბანკო სექტორს ნალებად ენდობიან, - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბანკების მიმართ ნდობის კუთხით გაერთიანებული სამეფო 59-ე ადგილს იკავებს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები 24-ს.

WEF-ის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქვეყანაში ინსტიტუტების სტაბილურობას ეხება. ბანკების მიმართ მოსახლეობის ნდობას WEF შემდეგი კითხვით ზომავს - „ჯამში, როგორ აღიქვავთ საკუთარი ქვეყნის საბანკო სექტორის სტაბილურობას“. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საბანკო სისტემა 1-დან 7 ქულამდე ფასდება, სადაც 7 საუკეთესო შეფასებაა, 1 კი ყველაზე ცუდი.

მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის ბანკების მიმართ ყველაზე მაღალი ნდობა შემდეგ ქვეყნებშია:

ფინეთი - 6,6 ქულა
კანადა - 6,6 ქულა
ახალი ზელანდია - 6,5 ქულა
ავსტრალია - 6,5 ქულა
ჩილე - 6,4 ქულა
სინგაპური - 6,4 ქულა
ჰონგ კონგი - 6,3 ქულა
ნორვეგია - 6,3 ქულა
ლუქსემბურგი - 6,1 ქულა
ისრაელი - 6 ქულა

სიაში საქართველო 64-ე ადგილს იკავებს 5 ქულით. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 75-ე ადგილზეა სომხეთი, 121-ზე რუსეთი, თურქეთი 58-ზე, აზერბაიჯანი კი 85-ზე.