საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივებში გლობალური აქციების წილი 19.3%-ს შეადგენს.

„ნოემბერში, გლობალურ ბაზრებზე, ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგები დაფიქსირდა და საპენსიო სააგენტოს გლობალური აქციების პორტფელი 9.2%-ით გაიზარდა“, - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.3% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.4% - ევროპაში. განვითარებად ბაზრებზე 12.5% მოდის, ხოლო ლათინურ ამერიკაზე - 8.3%.

სექტორების მიხედვით, პორტფელის განაწილება ასეთია:


  1. ფინანსური - 19%;

  2. საინფორმაციო ტექნოლოგიები - 15.9%;

  3. ინდუსტრიული - 10.4%

  4. კომუნიკაციები - 9.7%;

  5. ენერგეტიკა - 5.5%;

  6. სხვა - 39.5%.