საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში 471 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 300 ათასი იყო ტურისტი (24 საათზე მეტხანს გაჩერდა საქართველოში).

2021 წლის ნოემბერთან შედარებით წელს ნოემბერში 2.6-ჯერ (290 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 2-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2019 წლის ნოემბერში 200 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის ნოემბერში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 39 ათასით მეტი იყო.

მიმდინარე წლის ნოემბერში ყველზე მეტი ვიზიტორი - 108 ათასი რუსეთიდან შემოვიდა. წინა წლის ნოემბერთან შედარებით რუსი ვიზიტორების რაოდენობა 4.6-ჯერ არის გაზრდილი. თურქეთიდან 102 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, სომხეთიდან - 72 ათასი, ისრაელიდან კი 17 ათასი.

11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 134%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 186%-ით გაიზარდა. 2022 წლის 11 თვეში საქართველოში ჩამოვიდა 4.9 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც ტურისტი 3.3 მლნ იყო.

10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა



























































ქვეყანა ნოემბერი, 2022 ზრდა, %
რუსეთი 108,247 362.1%
თურქეთი 101,940 212.9%
სომხეთი 71,785 272.1%
ისრაელი 15,386 27.9%
უკრაინა 13,631 56.7%
აზერბაიჯანი 12,419 54.0%
ბელარუსი 6,675 142.9%
ირანი 6,508 121.0%
ყაზახეთი 6,253 21.5%
ტაილანდი 4,163 3030.1%

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია