საქართველოში მეტავერს ღონისძიებების პირველმა სააგენტო Arrival-მა წარმატებული Fuckup Nights Tbilisi ღონისძიების შემდეგ, Web3 ექსპერტები და კრიპტო სამყაროს ენთუზიასტები კვლავ მეტავერსში გააერთიანა NFT-ფესტივალზე.
ღონისძიების ფარგლებში 7-მა ქართველმა და საერთაშორისო სპიკერებმა ამ თემის ირგვლივ საკუთარი გამოცდილება გააზიარეს, პარალელურად კი დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტავერს სივრცეში მოწყობილი ვირტუალური გალერეის დათვალიერების, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ტოპ არტისტების NFT-პროექტები.
სპიკერებს შორის იყვნენ ლაშა ანთაძე - NFT დატა პლატფორმის, Rarify-ის თანადამფუძნებელი, Shavhekha Santhira - მალაიზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი NFT-ქომუნითის დამფუძნებელი, Olumide - NFT მრჩეველი და სხვა..

Non Fungible Fest 2022 ღონისძიების ორგანიზატორი იყო Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა NFT მარკეტინგული სააგენტოს - No Rug Agency-ის მხარდაჭერით, ხოლო მეტავერს პარტნიორი იყო მეტავიუ (MetaViu).

