საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498 477 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 344 595 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში).

2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 2-ჯერ (278 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 83%-ით არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ვიზიტორების რიცხვი 36%-ით ნაკლებია. 2019 წლის ოქტომბერში 284 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის ოქტომბერში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 94 ათასით მეტი იყო.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ყველზე მეტი ვიზიტორი - 109 ათასი რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ოქტომბერზე 80 ათასით მეტია. თურქეთიდან 81 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, სომხეთიდან 73 ათასი, ისრაელიდან 24 ათასი და უკრაინიდან 15 ათასი.

ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 138%-ით გაიზარდა, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 189%-ით. ათი თვეში საქართველოში 4.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტი 3 მილიონი იყო. ყველაზე მეტი - 889 ათასი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. შემდეგ თურქეთი მოდის 624 ათასი ვიზიტორით.

10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
















































ქვეყანა ოქტომბერი, 2022
რუსეთი 109,158
თურქეთი 81,033
სომხეთი 72,877
ისრაელი 23,761
უკრაინა 15,133
აზერბაიჯანი 13,719
ყაზახეთი 9,461
ბელარუსი 9,066
ირანი 8,012
გერმანია 5,679

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია