2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან, სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 56 მლნ დოლარით (2%-ით) შემცირდა და 2 894 მლნ დოლარი შეადგინა. სექტემბერში, რეზერვების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე - 2 950 მლნ დოალრზე იყო.

ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 152 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

2 894 მილიონი დოლარიდან 2.6 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 289 მლნ დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი: