ცოტა ხნის წინ, ჰოლივუდში მდებარე „დოლბის“ თეატრში, აშშ-ის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარების“ რიგით 98-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მთავარი პრიზი ფილმს “One Battle After Another” ხვდა წილად, რომელმაც ამის გარდა კიდევ ხუთი „ოსკარი“ მიიღო, მათ შორის „საუკეთესო რეჟისორის“ და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“ ნომინაციაში.
ოთხი „ოსკარი“ მოიპოვა ფილმმა “Sinners”, მათ შორის მაიკლ ბ. ჯორდანის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში. ფილმმა ასევე გაიმარჯვა „საუკეთესო ორიგინალური სცენარის“ ნომინაციაში, რამაც რეჟისორ რაიან კუგლერს პირველი „ოსკარი“ მოუტანა.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ჯილდო “Hamnet”-ში შესრულებული როლისთვის ჯესი ბაკლის ერგო. აღსანიშნავია, რომ მან ამავე როლისთვის უკვე მოიპოვა „ოქროს გლობუსი“, BAFTA-ს კინოაკადემიის ჯილდო, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო (SAG), კრიტიკოსების რჩეულის ჯილდო (CCA).
ძირითადი კატეგორიების ნომინანტებისა და გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი
One Battle After Another — გამარჯვებული
Marty Supreme
Hamnet
Sinners
Sentimental Value
The Secret Agent
Train Dreams
Bugonia
F1
Frankenstein
საუკეთესო რეჟისორი
პოლ ტომას ანდერსონი, One Battle After Another — გამარჯვებული რაიან კუგლერი, Sinners ჯოშ საფდი, Marty Supreme იოაკიმ ტრიერი, Sentimental Value ქლოი ჭაო, Hamnet
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
მაიკლ ბ. ჯორდანი, Sinners — გამარჯვებული ვაგნერ მოურა, The Secret Agent ლეონარდო დიკაპრიო, One Battle After Another ტიმოთი შალამე, Marty Supreme ითან ჰოუკი, Blue Moon
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
ჯესი ბაკლი, Hamnet — გამარჯვებული რენატე რეინსვე, Sentimental Value ემა სტოუნი, Bugonia როუზ ბირნი, If I Had Legs I’d Kick You კეით ჰადსონი, Song Sung Blue
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
შონ პენი, One Battle After Another — გამარჯვებული სტელან სკარსგარდი, Sentimental Value ბენისიო დელ ტორო, One Battle After Another ჯეიკობ ელორდი, Frankenstein დელროი ლინდო, Sinners
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
ემი მედიგანი, Weapons — გამარჯვებული ტეიანა ტეილორი, One Battle After Another ვუნმი მოსაკუ, Sinners ელ ფენინგი, Sentimental Value ინგა იბსდოტერ ლილეასი, Sentimental Value
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
Sinners — გამარჯვებული Blue Moon It Was Just an Accident Marty Supreme Sentimental Value
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
One Battle After Another — გამარჯვებული Hamnet Bugonia Train Dreams Frankenstein
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
KPop Demon Hunters — გამარჯვებული Arco Elio Zootopia 2 Little Amélie or the Character of Rain
