ახლახან კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, Oscars-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდში მდებარე „დოლბის“ თეატრში გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად შან ჰედერის რეჟისორობით გადაღებული კინოსურათი, სახელწოდებით "სმენადაქვეითებული მშობლების შვილი" (CODA) დასახელდა.

წარმოგიდგენთ Oscars-ის 2022 წლის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში:

საუკეთესო ფილმი


  • "ბელფასტი"

  • "სმენადაქვეითებული მშობლების შვილი" - გამარჯვებული

  • "არ აიხედო"

  • "მართე ჩემი მანქანა"

  • "დიუნი"

  • "მეფე რიჩარდი"

  • "ძირტკბილას პიცა"

  • "კოშმარული ხეივანი"

  • "ძაღლის ძალა"

  • "ვესტსაიდური ამბავი"


საუკეთესო რეჟისორი

  • ჯეინ კემპიონი, "ძაღლის ძალა" - გამარჯვებული

  • რიუსუკე ჰამაგუჩი, "მართე ჩემი მანქანა"

  • კენეტ ბრანა, "ბელფასტი"

  • პოლ ტომას ანდერსონი, "ძირტკბილას პიცა"

  • სტივენ სპილბერგი, "ვესტსაიდური ამბავი"


მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

  • ნიკოლ კიდმანი, "იყო რიკარდო"

  • ოლივია კოულმანი, "დაკარგული ქალიშვილი"

  • კრისტენ სტიუარტი, "სპენსერი"

  • პენელოპა კრუზი, "პარალელური დედები"

  • ჯესიკა ჩესტეინი, "ტემი ფეის თვალები" - გამარჯვებული


მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

  • ბენედიქტ კამბერბეტჩი, "ძაღლის ძალა"

  • ენდრიუ გაფრილდი, "Tick, Tick … Boom!"

  • უილ სმიტი, "მეფე რიჩარდი" - გამარჯვებული

  • დენზელ ვაშინგტონი, "მაკბეტი"

  • ხავიერ ბარდემი, "იყო რიკარდო"


მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

  • ჯესი ბაკლი, "დაკარგული ქალიშვილი"

  • არიანა დებოუსი, "ვესტსაიდური ამბავი" - გამარჯვებული

  • ჯუდი დენჩი, "ბელფასტი"

  • კირსტენ დანსტი, "ძაღლის ძალა"

  • ანჟანუ ელისი, "მეფე რიჩარდი"


მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

  • კირან ჰაინდსი, "ბელფასტი"

  • ტროი კოცური, "სმენადაქვეითებული მშობლების შვილი" - გამარჯვებული

  • ჯესი პლემონსი, "ძაღლის ძალა"

  • ჯეი ქეი სიმონსი, "იყო რიკარდო"

  • კოდი სმიტ-მაკფი, "ძაღლის ძალა"


საუკეთესო ორიგინალური სცენარი

  • "ძირტკბილას პიცა"

  • "ბელფასტი" - გამარჯვებული

  • "არ აიხედო"

  • "მეფე რიჩარდი"

  • "ყველაზე საშინელი ადამიანი სამყაროში'


საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

  • "სმენადაქვეითებული მშობლების შვილი" - გამარჯვებული

  • "დიუნი"

  • "მართე ჩემი მანქანა"

  • "დაკარგული ქალიშვილი"

  • "ძაღლის ძალა"


საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

  • "მართე ჩემი მანქანა" (იაპონია) - გამარჯვებული

  • "გაქცევა" (დანია)

  • "ყველაზე საშინელი ადამიანი სამყაროში" (ნორვეგია)

  • "ღმერთის ხელი" (იტალია)

  • "ლუნანა: იაკი საკლასო ოთახში" (ბუტანი)


საუკეთესო ანიმაციური ფილმი

  • "Encanto" - გამარჯვებული

  • "გაქცევა"

  • "ლუკა"

  • "The Mitchells vs. the Machines"

  • "რაია და უკანასკნელი დრაკონი"


საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

  • "Summer of Soul (...Or, When The Revolution Could Not Be Televised)" - გამარჯვებული

  • "გაქცევა"

  • "ატიკა"

  • "Writing With Fire"

  • "Ascension"


საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის

  • "დიუნი" - გამარჯვებული

  • "ვესტსაიდური ამბავი"

  • "სიკვდილის დრო არ არის"

  • "ძაღლის ძალა"

  • "ბელფასტი"


საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

  • No Time To Die - "სიკვდილის დრო არ არის" (გამარჯვებული)

  • Be Alive - "მეფე რიჩარდი"

  • Dos Oruguitas - "Encanto"

  • Down To Joy - "ბელფასტი"

  • Somehow You Do - "ოთხი კარგი დღე"