Pensions & Investments-მა მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობის მიხედვით, მსოფლიოს ოცი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ მათი სათავო ოფისების უმეტესობა, 70%, ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს. რეიტინგის ათეულში რვა ჰეჯ-ფონდის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია განლაგებული, დარჩენილი ორი კი გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს.

2022 წლის მონაცემებით, კოლექტიურად, მსოფლიოს 15,000 ჰეჯ-ფონდი საკუთარი კლიენტებისთვის დაახლოებით $4.5 ტრილიონის აქტივებს მართავს. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი რეი დალიოს Bridgewater Associates-ია, $126 მილიარდზე მეტის ღირებულების აქტივით, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტების ფონდებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს.

ოცეულში მეორე ადგილს, $73 მილიარდის აქტივებით, Man Group-ი იკავებს, რომლის სათავო ოფისიც გაერთიანებულ სამეფოშია წარმოდგენილი. მესამე ადგილზე Renaissance Technologies-ია, $57 მილიარდის აქტივებით.

2022 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯ-ფონდების ოცეულის ახალწვეულია ბრიტანეთში დაფუძნებული Brevan Howard Asset Management-ი, რომელმაც გასული წლის 26-ე პოზიციიდან მეცხრამეტე ადგილზე გადაინაცვლა.

Pensions & Investments-ის მონაცემებით, წარმოგიდგენთ 2022 წლის ოც უმსხვილეს ჰეჯ-ფონდს მსოფლიოში:


  1. Bridgewater Associates - $126.4 მილიარდის აქტივები; ამერიკის შეერთებული შტატები (სათავო ოფისი)

  2. Man Group - $73.5 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო

  3. Renaissance Technologies - $57 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  4. Millennium Management - $54.9 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  5. Citadel - $52.9 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  6. Shaw Group - $47.8 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  7. Two Sigma Investments/Advisers - $40.9 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  8. Davidson Kempner Capital Management - $37.45 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  9. Farallon Capital Management - $37.4 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  10. TCI Fund Management - $36.2 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  11. Marshall Wace - $34.4 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო

  12. Ruffer - $31.6 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო

  13. AOR Capital Management - $28.2 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  14. Anchorage Capital Group - $27.1 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  15. Baupost Group - $26.3 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  16. Point72 Asset Management - $26.1 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  17. Capula Investment Management - $25 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო

  18. Wellington Management - $24.9 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

  19. Brevan Howard Asset Management - $23.3 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო

  20. PIMCO - $23 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები