საქართველოს პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76 დეპუტატმა, 13 - წინააღმდეგი იყო, რაც იმას ნიშნავს რომ კანონმდებლებმა ხმათა უმრავლესობით კანონპრექტი მიიღეს.