დამოუკიდებელმა მკვლევრებმა NordVPN-ის პაროლების მართვის ხელსაწყო NordPass-ის გამოყენებით, 2023 წელს ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლები გამოავლინეს. საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 20 ყველაზე გავრცელებული პაროლიდან 17-ის გატეხა წამზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, მათ შორის კი ისეთ მარტივ კომბინაციებს ვხვდებით, როგორიც „123456“ და „password“-ია.

ყველაზე მარტივი კომბინაციის პაროლები პოპულარობას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ზრდის მიუხედავადაც არ კარგავს. AAG-ის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წლის პირველ ნახევარში, ამერიკის შეერთებული შტატების 53 მილიონზე მეტი მოქალაქე კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. NordPass-ის კვლევის თანახმად, კიბერშეტევების 86%-ში მომხმარებელთა მოპარული მონაცემებია გამოყენებული, ონლაინ ანგარიშები, ელ. წერილები და პაროლები კი dark web-ში ყველაზე ხშირად გაყიდული ნივთების 20%-ს შეადგენს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პაროლი - „Admin“ - რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტოპ-200-შიც ვერ ხვდებოდა, წელს მეორე პოზიციაზე გადმოვიდა. კვლევის მიხედვით, პაროლების შექმნის ჩვევების გაუმჯობესების ნაცვლად, ინტერნეტის მომხმარებლები უკვე წინასწარ კონფიგურირებულ პაროლებს დაუბრუნდნენ, „Admin“ კი ერთ-ერთია, რომელსაც ისინი ხშირად ცვლიან. უკანასკნელი ხუთი წელია, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლების რეიტინგის პირველობას „123456“ არ თმობს. ხუთიდან ოთხ შემთხვევაში აღნიშნული კომბინაცია ყველაზე გავრცელებული პაროლია და საერთო ჯამში, 4.5 მილიონზე მეტჯერაა გამოყენებული.

პირველად კვლევის ისტორიაში ავტორებმა პაროლების გამოყენება კატეგორიზაციის მიხევდით წარმოგვიდგინეს. ელ. კომერციის საიტებისთვის, ელ.ფოსტის ანგარიშებისთვის, ელექტრონული მოწყობილობებისა და სტრიმინგსერვისებისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი პაროლი „123456“-ია, სოციალური პლატფორმებისთვის, ფინანსური ანგარიშებისა და სმარტფონებისთვის კი - “UNKNOWN”.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი მომხმარებლისთვის ასევე სახელებია. “Isabella” წელს ავსტრიაში მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი პაროლი იყო, “Katerina”-მ კი მე-11 ადგილი დაიკავა საბერძნეთში. სახელებისა და ნომრების კომბინაცია, როგორიცაა, მაგალითად. “Flores123” და “Kento123!”, შესაბამისად მექსიკასა და მალაიზიაში მეხუთე და მე-17 პოზიციებს იკავებს.

ქვეყნების მიხედვით საინტერესო ფაქტია, რომ გაერთიანებულ სამეფოში, ყველაზე პოპულარულ პაროლებს შორის მე-4, მე-6 და მე-10 პოზიციებზე საფეხბურთო კლუბები - „liverpool”. “arsenal” და “chelsea”-ია წარმოდგენილი. ჩინეთის 20 ყველაზე პოპულარული პაროლიდან 11 კი მხოლოდ ციფრებია. მეორე მხრივ კი ამერიკელებს უხეში სიტყვების გამოყენება უყვართ - მაგალითად მე-16 ადგილზე „shitbird“-ია.

2023 წელს ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლების ტოპ-20:













































































































პაროლი გასატეხად საჭირო დრო გამოყენების შემთხვევები
123456 1წმ-ზე ნაკლები 4,524,867
admin 1წმ-ზე ნაკლები 4,008,850
12345678 1წმ-ზე ნაკლები 1,371,152
123456789 1წმ-ზე ნაკლები 1,213,047
1234 1წმ-ზე ნაკლები 969,811
12345 1წმ-ზე ნაკლები 728,414
Password 1წმ-ზე ნაკლები 710,321
123 1წმ-ზე ნაკლები 528,086
Aa123456 1წმ-ზე ნაკლები 319,725
1234567890 1წმ-ზე ნაკლები 302,709
UNKNOWN 17 წუთი 240,377
1234567 1წმ-ზე ნაკლები 234,187
123123 1წმ-ზე ნაკლები 224,261
111111 1წმ-ზე ნაკლები 191,392
Password 1წმ-ზე ნაკლები 177,725
12345678910 1წმ-ზე ნაკლები 172,502
000000 1წმ-ზე ნაკლები 168,653
admin123 11 წამი 159,354
******** 1წმ-ზე ნაკლები 152,497
User 1 წამი 146,233

 

რჩევები პაროლის შექმნისას:


  • რეგულარულად შეცვალეთ თქვენი პაროლი

  • პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 20 სიმბოლოსგან და შეიცავდეს: ციფრებს, დიდ და პატარა ასოებს, სპეციალურ სიმბოლოებს

  • თავი შეიკავეთ ისეთი ინფორმაციის გამოყენებისგან, როგორიცაა დაბადების დღეები, სახელები ან გავრცელებული სიტყვები

  • არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა საიტებისთვის

  • შეძლებისდაგვარად ხშირად გამოიყენეთ ალტერნატივები: თითის ანაბეჭდი, სახის სკანირება და ა.შ.