მინისტრთა კაბინეტის წევრების უმეტესობას ქონებრივ დეკლარაციებში ავტომობილები არ უფიქსირდებათ. პირად ავტომობილს არ ფლობს არც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
სახელისუფლებლო წრეების წარმომადგენლებიდან კი ერთ-ერთი გამორჩეული ავტოპარკი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ჰყავს. კახა კალაძე ფლობს 3 მოტოციკლს, სამივე HARLEY DAVIDSON-ის მარკის, რომლებშიც მერმა ჯამში 73 000 ევრო გადაიხადა. გარდა ამისა, კალაძის მფლობელობაშია 6 ავტომობილი: BENTLEY CONTINENTAL - 2013 წელს კახა კალაძემ ავტომობილი 135000 დოლარად შეიძინა; FERRARI GTO - 2010 წელს კალაძემ ავტომობილი 360 000 ევროდ შეიძინა; FIAT 500 BI POSTO 2016 წელს კახა კალაძემ 50000 ევროდ შეიძინა; MERCEDES BENZ AMG GTS - 2015-ში 145000 ევროდ შეიძინა; MINI COUPER CLUBMAN - 2017 წელს ავტომობილი კალაძემ 40000 ევროდ შეიძინა; MERCEDES BENZ VIANO კი 2017 წელს 40000 დოლარად.
რაც შეეხება მინისტრებს, მათი ავტოპარკი შემდეგნაირად გამოიყურება:
გიორგი გახარია - ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი
გიორგი გახარიას საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა მისი მეუღლის მფლობელობაშია ტოიოტა RAV4, რომელშიც 2016 წელს $22 000 გადაიხადეს.
მაია ცქიტიშვილი - ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მაია ცქიტიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი ავტომობილი უფიქსირდება - Mitsubishi Pajero, 2009, DKH 100, რომელიც მას 2014 წელს აჩუქეს.
გიორგი ქობულია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
გიორგი ქობულიას სახელზე სამი ავტომობილია: პორშე პანამერა ჯტს - ამ ავტომობილში მინისტრმა 2012 წელს 123 453 ევრო გადაიხადა; ტოიოტა ლენდკრუიზერი 200 ქობულიამ 2008 წელს 83 000 ლარად იყიდა; მერსედესი E კუპე კი 2014 წელს ქობულიამ 2 140 148 რუბლად შეიძინა.
დავით ზალკალიანი - საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, მისი მეუღლის სახელზე კი აუდი A6 ფიქსირდება.
ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა მის მეუღლეს ჰყავს ტოიოტა RAV4, რომელშიც 2008 წელს გადაიხადეს 24000 დოლარი.
მიხეილ ბატიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილმა 2018 წელს 83 000 ლარად შეიძინა LAND ROVER RANGE ROVER VELAR.
დავით სერგეენკო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
დავით სერგეენკომ 2015 წელს $39 200-ად შეიძინა Toyota Prado AF311FA.
ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ლევან დავითაშვილს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა, მის მეუღლეს ჰყავს Mercedes-Benz, რომელშიც 2016 წელს გადაიხადეს 19 000 დოლარი.
ლევან იზორია - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში ავტომობილი არ ფიქსირდება.
თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი
წულუკიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, მისი მეუღლის სახელზეა AUDI Q7 2006.
ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
ციხელაშვილის სახელზეა Hyundai Tucson, 2008, რომელიც 2008 წელს 21 500 დოლარად შეიძინა.
