ფოტო: newsroom.spotify.com

 

აუდიოსტრიმინგისა და მედიასერვისების პროვაიდერმა შვედურმა კომპანია Spotify-მ საკუთარ პლატფორმაზე ყველა დროის ყველაზე ხშირად მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემები პლატფორმის შექმნიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდშია დაანგარიშებული.

Spotify-ზე ყველა დროის ყველაზე მოსმენადი სიმღერა კანადელი შემსრულებლის, აბელ ტესფაიეს, სასცენო სახელით The Weeknd, Blinding Lights-ია. 2019 წელს გამოშვებულ სინგლს, 2026 წლის აპრილის მონაცემებით, პლატფორმაზე 5.4 მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს და ერთადერთია სიაში, რომელმაც 5-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. Blinding Lights-ის გარდა, Spotify-ს ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოებების ტოპ-20-ში შემსრულებლის კიდევ ერთი სიმღერა — Starboy-ც მოხვდა, რომელმაც 4.49 მილიარდი სტრიმი დააგროვა. ეს უკანასკნელი ელექტრონული მუსიკის დუეტ Daft Punk-თან კოლაბორაციით შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ Spotify-ს რეიტინგში 2010-იანი წლების ჰიტები დომინირებს — სწორედ იმ პერიოდის, როდესაც სტრიმინგი მუსიკის მოხმარების მთავარ წესად იქცა. საერთო ჯამში, პლატფორმის ისტორიაში სულ რვა ნაწარმოებმა შეძლო 4-მილიარდიანი სტრიმინგის ნიშნულის გადალახვა და მათგან შვიდი სწორედ 2010-იან წლებშია გამოშვებული. ერთადერთი გამონაკლისი, 4.37 მილიარდის მოსმენით, ჰარი სტაილსის სინგლია — As It Was, რომელიც 2022 წელსაა გამოშვებული. Spotify-ს ისტორიაში ყველაზე მოსმენადი სიმღერებიდან უახლესი, 3.62 მილიარდი სტრიმით, ლედი გაგასა და ბრუნო მარსის 2024 წლის ნაწარმოებია — Die With a Smile. შეგახსენებთ, რომ ორივე სინგლი Grammy Awards-ის მფლობელთა შორისაა.

ცნობისთვის, Spotify-ს რეიტინგში შემავალი ყველა სიმღერა ინგლისურენოვანი ქვეყნების (ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ) არტისტებს ეკუთვნით. ანგლოფონი შემსრულებლები დიდი ხანია ინგლისურენოვანი მუსიკის გლობალური პოპულარობით სარგებლობენ და ეს სტრიმინგის ეპოქაშიც გრძელდება. ამის მაგალითებია ავსტრალიელი შემსრულებლის, ვანს ჯოის Riptide (3.6 მლრდ), კანადელი რეპერის, დრეიკის One Dance (4.2 მლრდ) და ავსტრალიელი მომღერლის, The Kid LAROI-ის სინგლი STAY (3.9 მლრდ), რომელსაც ის კანადელ პოპშემსრულებელ ჯასტინ ბიბერთან ერთად ასრულებს.

ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოებები Spotify-ზე:























































































































































რეიტინგი სიმღერა მოსმენის რაოდენობა წელი შემსრულებელი
1 Blinding Lights 5.38 მილიარდი 2019 The Weeknd
2 Shape of You 4.88 მილიარდი 2017 ედ შირანი
3 Sweater Weather 4.55 მილიარდი 2013 The Neighbourhood
4 Starboy 4.49 მილიარდი 2016 The Weeknd, Daft Punk
5 As It Was 4.37 მილიარდი 2022 ჰარი სტაილსი
6 Someone You Loved 4.23 მილიარდი 2019 ლუის კაპალდი
7 Sunflower 4.21 მილიარდი 2018 Post Malone, შუეი ლი
8 One Dance 4.18 მილიარდი 2016 Drake, Wizkid, Kyla
9 Perfect 3.93 მილიარდი 2017 ედ შირანი
10 STAY 3.88 მილიარდი 2021 The Kid LAROI, ჯანსტინ ბიბერი
11 Believer 3.82 მილიარდი 2017 Imagine Dragons
12 I Wanna Be Yours 3.74 მილიარდი 2013 Arctic Monkeys
13 Heat Waves 3.73 მილიარდი 2020 Glass Animals
14 lovely 3.72 მილიარდი 2018 ბილი აილიში, Khalid
15 Yellow 3.71 მილიარდი 2000 Coldplay
16 The Night We Met 3.71 მილიარდი 2015 Lord Huron
17 Closer 3.69 მილიარდი 2016 The Chainsmokers, Halsey
18 BIRDS OF A FEATHER 3.66 მილიარდი 2024 ბილი აილიში
19 Riptide 3.62 მილიარდი 2013 Vance Joy
20 Die With A Smile 3.62 მილიარდი 2024 Lady Gaga, Bruno Mars