Visual Capitalist-მა, MyLogIQ-ზე დაყრდნობით, S&P 500-ში შემავალი კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების სია გამოაქვეყნა. მონაცემები CEO-ების მიერ გასულ ფისკალურ წელს მიღებულ ანაზღაურებას ასახავს, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს დასრულდა.

რაც შეეხება მნიშვნელოვან მიგნებებს, Visual Capitalist-ის მიერ შემოთავაზებულ სიაში ჩიპების მწარმოებელი კომპანია Broadcom-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰოკ ტანი ლიდერობს. მან 2023 წელს თითქმის $162 მილიონის ოდენობის ანაზღაურება მიიღო, მათ შორის $1.2 მილიონი ნაღდი ფულის სახით.

მესამე ადგილზეა სტივენ შვარცმანი, რომელიც მართავს Blackstone-ს, მსოფლიოში უდიდეს კერძო საინვესტიციო ფირმას. აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების $120-მილიონიანი პაკეტი 2023 წელს Blackstone-ის აქციების ფასის 83%-იანი ზრდის დამსახურებაა.

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა 2023 წელს $63.2 მილიონის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. ეს 2022 წელს მიღებულ $99.4 მილიონს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

საერთო ჯამში, 2023 წელს S&P 500-ის კომპანიების აღმასრულებლების საშუალო ანაზღაურებამ რეკორდულ მაჩვენებელს - $15.7 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა $14.5 მილიონი შეადგინა.

S&P 500-ის კომპანიების ტოპ-10 მაღალანაზღაურებადი CEO (2023 წელი):






































































































ადგილი CEO კომპანია მთლიანი ანაზღაურება ნაღდი ანგარიშსწორებით სექტორი
1 ჰოკ ტანი Broadcom (AVGO) $161.8 მილიონი $1.2 მილიონი ტექნოლოგიები
2 ნიკეშ არორა Palo Alto Networks (PANW) $151.4 მილიონი $2.3 მილიონი ტექნოლოგიები
3 სტივენ შვარცმანი Blackstone (BX) $119.8 მილიონი $0.4 მილიონი ფინანსური მომსახურებები
4 კრისტოფერ უინფრი Charter Communications (CHTR) $89.1 მილიონი $5.2 მილიონი საკომუნიკაციო მომსახურებები
5 უილ ლანსინგი Fair Isaac (FICO) $66.4 მილიონი $2.0 მილიონი ტექნოლოგიები
6 ტიმ კუკი Apple (AAPL) $63.2 მილიონი $13.7 მილიონი ტექნოლოგიები
7 ჰამიდ მოღადამი Prologis (PLD) $50.9 მილიონი $1.9 მილიონი უძრავი ქონება
8 ტედ სარანდოსი Netflix (NFLX) $49.8 მილიონი $19.5 მილიონი საკომუნიკაციო მომსახურებები
9 დეივიდ ზასლავი Warner Bros. Discovery (WBD) $49.7 მილიონი $25.0 მილიონი საკომუნიკაციო მომსახურებები
10 გლენ ფოგელი Booking Holdings (BKNG) $46.7 მილიონი $5.8 მილიონი სამომხმარებლო ციკლური მომსახურებები

* S&P 500 აშშ-ის საფონდო ბირჟებზე წარმოდგენილ 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს.