მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა რეგულარული და ჩარტერული რეისებით 3 199 063 მგზავრი გადაიყვანეს, რაც 46.63%-ით (1 017 380 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით ლიდერი თურქეთის ავიახაზებია. მას მთლიანი მოცულობის 11% უკავია. წლის პირველ 9 თვეში ავიაკომპანია ჯამში 350 706 მგზავრს მოემსახურა.
გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით ბაზრის 90% უცხოურ ავიაკომპანიებს უკავიათ, ხოლო 10% ეროვნულ ავიახაზებზე მოდის. Georgian Airways წლის 9 თვეში 298 964 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად მთლიანი მოცულობის 10% დაიკავა.
მესამე ადგილზე Wizz Air-ია, რომელიც წლის 9 თვეში 240 055 მგზავრს მოემსახურა, ავიაკომპანიაზე მგზავრთნაკადის 8% მოდის.
რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების 7% უკარინის ავიახაზებზე მოდის, რომელიც 9 თვეში 227 801 მგზავრს მოემსახურა. მთლიანი მოცულობის 6% მოდის flydubai-ზე, რომელიც 193 405 მგზავრს მოემსახურა. 155 697 გადავანილი მგზავრით მთლიანი მოცულობის 5% დაიკავა რუსულმა Aeroflot.
ურალის ავიახაზები წლის 9 თვეში 120 916 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად კომპანიამ მთლიანი მოცულობის 4% დაიკავა. ყატარის ავიახაზებმა ბაზრის 3%-ის დაკავება შეძლო 96 050 გადაყვანილი მგზავრით. ასევე მთლიანი მოცულობის 3% მოდის ელ ალ ისრაელის ავიახაზებზე, რომელიც 9 თვეში 93 197 მგზავრს მოემსახურა. 97046 მგზავრს მოემსახურა პეგასუსი და მანაც მთლიანი მოცულობის 3% დაიკავა.
დანარჩენმა ავიაკომპანიებმა მთლიანი მოცულობის 3%-ზე ნაკლების დაკავება შეძლეს:
- ზაგროსი - 56358 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 2%
- ეგეოსის ავიახაზები - 34129 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%
- Air Cairo - 27216 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%
- Air Astana – 59117 მგზავრი - მთლიანი მოცულობის2%
- Air Baltic – 325 39 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%
- ბელავია - 74357 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 2%
- ატლასგლობალი - 63583 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 2%
- ატა ეარლაინზი - 38749 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%
- აზერბაიჯანის ავიახაზები - 63853 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 2%
- ქეშმ ეარი - 31504 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%
- სკატი - 24135 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%
- ისრეარი - 41408 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%
- იან ეარი - 63493 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 2%
- ირან ასემან ეარლაინზ - 17005 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%
- პოლონეთის ავიახაზები - 50678 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 2%
- ლუფთანზა - 66849 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 2%
- პობედა ეარლაინზ - 24858 მგზავრი - მთლიანი მოცულობის 1%

