Forbes ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს. წინა წელთან შედარებით, 2017 წელს „ვარსკვლავების“ შემოსავლები 22%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდა იყო. ამ პერიოდში Forbes-ის რეიტინგში მსოფლიოს 700-ზე მეტი მსახიობი, მომღერალი და სპორტსმენი მოხვდა, მათი საერთო ქონება კი $80 მილიარდს აჭარბებს.
მიმდინარე წლის რეიტინგში 17 ქვეყნის "ვარსკვლავები" მოხვდნენ.
პირველი ათეული კი შემდეგია:
- ფლოიდ მეივეზერი - შემოსავალი: $285 მლნ
- ჯორჯ ქლუნი - შემოსავალი: $239 მლნ
- კაილი ჯენერი - შემოსავალი: $166.5 მლნ
- ჯუდი შეინდლინი - შემოსავალი: $147 მლნ
- დუეინ ჯონსონი - შემოსავალი: $124 მლნ
- U2 - შემოსავალი: $118 მლნ
- Coldplay - შემოსავალი: $115 მლნ
- ლიონელ მესი - შემოსავალი: $111 მლნ
- ედ შირანი - შემოსავალი: $110 მლნ
- კრიშტიანუ რონალდო - შემოსავალი: $108 მლნ

