მილიარდერებისთვის გასული წელი წარმატებული არ აღმოჩნდა და მათი რაოდენობა მსოფლიოში 55-ით შემცირდა. წლევანდელი შეფასებით, მსოფლიოში 2 153 მილიარდერია, მათი ჯამური ქონება კი $8.7 ტრილიონს შეადგენს, რაც $400 მილიარდით ნაკლებია წინა წელზე. ამასთან, წლევანდელ სიას 2009 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი გამოაკლდა, - ჯამში 247, თუმცა სიაში 194 ახალი სახეა.
ახალი მილიარდერებიდან უმეტესობა - 139 ე.წ. Self-made-ია, დანარჩენ პირებს კი ქონება მემკვიდრეობით ერგოთ.
ახალი მილიარდერები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- ჩინეთი (ჰონგ კონგის ჩათვლით) – 53
- აშშ - 39
- ბრაზილია - 18
- ტაივანი - 9
- ფილიპინები - 7
- რუსეთი - 7
- საფრანგეთი - 5
- გერმანია - 4
- იაპონია - 4
- ტაილანდი - 4
- კანადა - 3
- იტალია - 3
- ნიდერლანდების სამეფო - 3
- ავსტრია - 2
- ბელგია - 2
- ჩეხეთი - 2
- დანია - 2
- ირლანდია - 2
- სინგაპური - 2
- კორეის რესპუბლიკა - 2
- ესპანეთი - 2
- შვედეთი - 2
- ვიეტნამი - 2
- ავსტრალია - 1
- უნგრეთი - 1
- ინდონეზია - 1
- ისრაელი - 1
- მექსიკა - 1
- სლოვაკეთი - 1
- სამხრეთ აფრიკა - 1
- შვეიცარია - 1
- გაერთიანებული სამეფო - 1
რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებმაც ყველაზე მეტი მილიარდერი დაკარგა, ამ შემთხვევაშიც სიის სათავეში ჩინეთია 102 ადამიანით, მეორე ადგილზეა ინდოეთი 22 ადამიანით, მას მოსდევს გერმანია 12-ით, აშშ ასევე 12-ით, რუსეთი 11-ით და თურქეთი 10 ადამიანით, რომლებიც გასული წლისგან განსხვავებით წლევანდელ რეიტინგში ვეღარ მოხვდნენ.

