მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობა საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტად პოზიტიურადაა განწყობილი, ვიდრე ეს გასულ წელს იყო - PEW research center-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე პოზიტიურად საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შვედეთის, შვეიცარიისა და ინდოეთის მოსახლეობა აფასებს.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მომავლთან დაკავშირებით, კვლავ ნეგატურადაა განწყობილი.
კვლევაში მონაწილე 32 ქვეყნის მხოლოდ 46% აფასებს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას „კარგად“. 41% კი მიიჩნევს, რომ მომავალი თაობა უკეთეს პირობებში გაიზრდება, ვიდრე მათი მშობლები. მომავალი თაობის პესრსპექტივებზე ყველაზე ნეგატიურად ფრანგები, იაპონელები და ბერძნები არიან განწყობილი.
10-დან 6 ამერიკელი ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებს. 2016 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 4,6% იყო, სამუშაო ადგილები კი ზედიზედ 80 თვეა იზრდება. შედარებისთვის: 2009 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობა 9,3% იყო, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად მხოლო 17% აფასებდა.
საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას პოზიტიურად მოსახლეობის 51% აფასებს. იაპონიაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად მოსახლეობის 41% აფასებს, - გასულ წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 3,1% იყო.
კვლევაში მონაწილეობა ჯამში 34,788 რესპოდენტმა მიიღო.
რუსეთში იმ მოსახლეობის წილი, რომელიც თვლის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა „კარგია“ 2015 წელთან შედარებით გაორმაგდა და 46% შეადგინა.
საზოგადოების კმაყოფილება ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ყველაზე მეტად იტალიაში შემცირდა.
ყველაზე კმაყოფილი კი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით შემდეგი ქვეყნები არიან:
ნიდერლანდები - ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას „კარგად“ მოსახლეობის 87% აფასებს
შვედეთი - 84%
გერმანია - 86%
ინდოეთი - 83%
ფილიპინები - 78%
პოლონეთი - 64%
ინდონეზია 63%
ისრაელი - 62%
ავსტრია - 60%
კანადა - 59%
ამერიკის შეერთებული შტატები - 58%
2016 წლიდან 2017 წლამდე ყველაზე მეტად მოსახლეობის განწყობა ნიდერლანდებში, სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთში გაუმჯობესდა.
განვითარებად ქვეყნებში ყველაზე კარგად ქვეყნის ეკონომიკას ინდოეთში აფასებენ (83%), მას მოსდევს ფილიპინები (78%) სენეგალი (76%) და თურქეთი (65%).
ყველაზე ცუდად კი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას ბერძნები აფასებენ (98%), მას მოსდევს კორეა (84%), იტალია (84%) და ბრაზილია (82%).

