საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება 2009 წლიდან დღემდე ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდება. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2000-დან 2009 წლამდე პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 1.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2010-დან 2014 წლამდე პერიოდში კი 8.5%-ით. ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებში შემდეგი იყო:

საქართველო - 2010-2014 წლები - ზრდა: 8.5%

ყირგიზეთის რესპუბლიკა - 7.7%

აზერბაიჯანი - 6.1%

ყაზახეთი - 4.6%

ალბანეთი - 4.6%

თურქეთი - 4.2%

სომხეთი - 3.4%

ბოსნია და ჰერცეგოვინა - 3.1%

თურქმენეთი - 2.6%

ბელარუსი - 2.2%

პოლონეთი - 2%

მსოფლიო ბანკი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას კრიპტოვალუტების მაინინგს უკავშირებს. ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების 5% ჩართულია კრიპტოვალუტების მოპოვებასა და ინვესტირებაში. WB აღნიშნავს, რომ მაინინგიდან მიღებლმა შემოსავალმა, შესაძლოა, დიდი კონტრიბუცია გააკეთოს ქვეყნის მშპ-ში, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი შემოსავალი, შესაძლოა არ იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული. ამასთან, ბანკი მიუთითებს, რომ კრიპტოვალუტებში ინვესტირება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც უწყობს ხელს.