მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოს საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა, ორ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას დედამიწაზე ახლა უფრო მეტი მილიარდერი ჰყავს, ვიდრე გასულ წელს. თუმცა, Forbes-ის მილიარდერთა სიაში წელს მილიარდერთა რიცხვი 2 153-დან 2095-მდე შემცირდა. მათგან ნახევარი კი ჩინეთზე ან აშშ-ზე მოდის.

ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, აშშ-ი ლიდერობს 614 მილიარდერით. 2019 წელს შვიდით ნაკლები მილიარდერი იყო ამერიკაში. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსიც ხომ აშშ-ის მოქალაქეა.

მეორე ადგილზე ჩინეთია 389 მილიარდერით. ჩინეთის მილიარდერთა საერთო ქონება $1,2 ტრილიონია, რაც 22%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

რაც შეეხება ჩინეთისა და აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნებს, ათეულიდან შვიდ ქვეყანაში მილიარდერთა რაოდენობამ წელს გასულ წელთან შედარებით იკლო. მათ შორის არის გერმანია, ინდოეთი, ბრაზილია და საფრანგეთი.

რეგიონულ ჭრილში კი ყველაზე მეტი მილიარდერი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშია, სადაც 778 მილიარდერი ცხოვრობს, გასულ წელს 768-ი იყო მათი რაოდენობა. კანადასა და ლათინური ამერიკის რეგიონში კი ერთად 1120 მილიარდერია, რომელთაც საერთო ჯამში $427 მილიარდის ოდენობის ქონება აქვთ. Forbes-ის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ერთად 72 მილიარდერი ცხოვრობს.

რაც შეეხება ქვეყნების ათეულს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია, სია ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 614 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $2,9 ტრილიონი

უმდიდრესი ადამიანი: ჯეფ ბეზოსი ($113 მილიარდი)

  1. ჩინეთი - 389 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $1,2 ტრილიონი

უმდიდრესი ადამიანი: ჯეკ მა ($48 მილიარდი)

  1. გერმანია - 107 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $447 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ბეატ ჰაისტერი ($33 მილიარდი)

  1. ინდოეთი - 102 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $313 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: მაკეშ ამბანი ($36,8 მილიარდი)

  1. რუსეთი - 99 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $385 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ვლადიმირ პოტანინი ($19,7 მილიარდი)

  1. ჰონგ-კონგი - 66 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $300 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ლი შაუკი ($28,1 მილიარდი)

  1. ბრაზილია - 45 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $127 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ჟოზეფ საფრა ($19,9 მილიარდი)

  1. დიდი ბრიტანეთი - 45 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $153 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ლენ ბლავატნიკი ($17 მილიარდი)

  1. კანადა - 44 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $143 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: დევიდ თომსონი ($31,6 მილიარდი)

  1. საფრანგეთი - 39 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $304 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ბერნარ არნო ($76 მილიარდი).