მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მათ შორის მოსახლეობის თანაფარდობის გათვალისწინებითაც. ზოგიერთ სახელმწიფოში მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, გეოპოლიტიკური გარემო, სასამართლო სისტემის პრობლემები და სოციალური ფონი განაპირობებს იმას, რომ ციხეებში მყოფ ადამიანთა რაოდენობა ძალიან მაღალია.

Prison Policy Initiative-ის თანახმად, პატიმრების რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ციხეებში სასჯელს 1.7 მილიონი ადამიანი იხდის. აღსანიშნავია, რომ განვითარებული ეკონომიკის მიუხედავად, მისი პატიმრების რაოდენობა ორჯერ აღემატება რუსეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ერთად აღებულ მაჩვენებელს.

ამ მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ, თუმცა პატიმრობის კოეფიციენტით ის მსოფლიოში ოთხეულში შედის – 100,000 მოსახლეზე 614 პატიმარი ჰყავს. აშშ-ში ცალკე აღსანიშნავია ლუიზიანა, სადაც პატიმრობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1,067-ს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად შტატი დამოუკიდებელ ქვეყანად რომ ჩაითვალოს, მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნებოდა.

რაც შეეხება პირველ ადგილზე მყოფ ჩინეთს, აზიური ქვეყნის ციხეებში სასჯელს მთლიანობაში თითქმის 2 მილიონი ადამიანი იხდის. ჩინეთი სახელმწიფო კონტროლის ძლიერი სისტემით, პოლიტიკური რეპრესიებით და უმცირესობებზე მაღალი ზეწოლით არის ცნობილი.

მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც დაახლოებით 664 000 პატიმარია. ქვეყნის ციხეები მაღალი დატვირთულობით არის ცნობილი - რიო-დე-ჟანეიროს ზოგიერთი დაწესებულება თითქმის 190%-ით არის დატვირთული.

პატიმრების რაოდენობით ხუთეულში ხვდება რუსეთი, რომლის ციხეებშიც სასჯელს დაახლოებით 356 000 ადამიანი იხდის. ეს ქვეყანა პოლიტიკური დევნის მაღალი მაჩვენებლით, სახელმწიფო კონტროლის მკაცრი მექანიზმებითა და კორუმპირებული სასამართლო სისტემით არის ცნობილი.


















































































































































































































ადგილი ქვეყანა პატიმრობის მაჩვენებელი 100,000 ადამიანზე პატიმართა სავარაუდო რაოდენობა
1 ჩინეთი 165 1,952,658
2 აშშ 614 1,726,496
3 ბრაზილია 390 664,204
4 ინდეთი 41 448,400
5 რუსეთი 300 356,201
6 თურქეთი 366 245,864
7 ტაილანდი 377 230,337
8 ინდონეზია 93 198,793
9 მექსიკა 174 171,890
10 ირანი 228 161,924
11 ფილიპინები 162 135,368
12 სამხრეთი აფრიკა 258 122,394
13 ვიეტნამი 135 104,671
14 ეგვიპტე 116 91,933
15 არგენტინა 254 90,993
16 გაერთიანებული სამეფო 146 83,701
17 კოლუმბია 198 83,487
18 ეთიოპია 99 79,673
19 მაროკო 270 76,464
20 მიანმარი 183 75,499
21 კუბა 794 73,846
22 პერუ 277 72,063
23 ალჟირი 217 70,777
24 ბანგლადეში 50 62,492
25 საფრანგეთი 109 62,357
26 პოლონეთი 199 61,974
27 პაკისტანი 38 60,455
28 მალაიზია 217 60,350
29 რუანდა 637 56,885
30 საუდის არაბეთი 207 55,667
31 იტალია 105 54,570
32 ერაყი 179 52,267
33 ელ-სალვადორი 1,086 51,758