ავსტრიული სამოგზაურო სააგენტო Intrepid იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებსაც ყოველწლიურად მოსახლეობაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

სიის სათავეში ხორვატია მოხვდა, რომელსაც 2016 წელს  57,587,000 ტურისტი ეწვია, ქვეყნის მოსახლეობა კი მხოლოდ  4,170,600-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატიას საკუთარ მოსახლეობაზე 1380%-ით მეტი უცხოელი სტუმრობს, - თითო მოსახლეზე კი დაახლოებით 14 ტურისტი მოდის. 

რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია: 

  • ხორვატია - 57,587,000 ტურისტი;  4,170,600 ადგილობრივი - 1380.78%

  • ისლანდია - 1,891,000 ტურისტი; 334,250 ადგილობრივი  - 565.74%

  • უნგრეთი - 52,890,000 ტურისტი; 9,817,960 ადგილობრივი - 538.71%

  • დანია - 28,692,000 ტურისტი; 5,731,120 ადგილობრივი - 500.64%

  • საფრანგეთი - 202,930,000 ტურისტი; 66,896,110 ადგილობრივი - 303.35%

  • ჩეხეთი - 30,915,000 ტურისტი; 10,561,630 ადგილობრივი - 292.71%

  • სინგაპური - 16,404,000 ტურისტი; 5,607,280 ადგილობრივი - 292.55%

  • კვიპროსი - 3,286,000 ტურისტი; 1,170,130 ადგილობრივი - 280.82%

  • საბერძნეთი - 28,071,000 ტურისტი; 10,746,740 ადგილობრივი - 261.20%

  • ესპანეთი - 115,561,000 ტურისტი;  46,443,960 ადგილობრივი - 248.82%

რეიტინგი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემეს არ ითვლის, თუმცა თუკი საქართველოს მონაცემებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ გასულ წელს ქვეყანას ადგილობრივ მოსახლეობაზე 204%-ით მეტი (7 554 936) საერთაშორისო მოგზაური ეწვია. თუმცა, ამავე პერიოდში, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობაზე ნაკლებია. 

Intrepid-მა იმ ქვეყნების სიაც შეადგინა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ბევრად ნაკლები ტურისტი შედის: 

  • ტანზანია - 1,284,000 ტურისტი; 55,572,200 ადგილობრივი - 2.31%

  • პაპუა ახალი გვინეა - 198,000 ტურისტი; 8,084,990 ადგილობრივი - 2.45%

  • კენია - 1,340,000 ტურისტი; 48,461,570 ადგილობრივი - 2.77%

  • ინდონეზია - 11,519,000 მოგზაური; 261,115,460 ადგილობრივი - 4.41%