Airbnb-ის მიხედვით. საქართველოში ბინების საშუალო ფასმა აპრილში $45 შეადგინა, რაც დაახლოებით 110 ლარია. 

PMCG-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ტურისტებისთვის ბინები ყველაზე იაფი საქართველოშია, ბინების ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რუსეთშია - $134, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - $53, თურქეთი - $50 და სომხეთი - $49. 

საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალქებს შორის, ბინების დაჯავშნა ტურისტებს ყველაზე იაფად თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეუძლიათ - $35, ბინები ყველაზე ძვირი მოსკოვშია  -$130. თბილისში ბინების საშუალო ფასმა $44-შეადგინა, ერევანში - $49, ხოლო ბაქოში - $54.